როგორ ვიკვებოთ ისე, რომ ნაკლები წყლის რესურსი დაგვჭირდეს? | Allnews.Ge

როგორ ვიკვებოთ ისე, რომ ნაკლები წყლის რესურსი დაგვჭირდეს?

ჯანსაღ კვებაზე გადასვლით თქვენ შეგიძლიათ დედამიწაზე წყლის რესურსები დაზოგოთ. ახალი კვლევის მიხედვით, ვეგეტარიანებლობას ანუ ხორცის მოხმარების შემცირებას მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია გარემოზე. ამასთან, მკვლევარების განცხადებით, ჯანსაღი კვება იქნება ეს ხორცით თუ უხორცოდ, გვაძლევს საშუალებას ვიყოთ როგორც ჯანმრთელები, ამასთანავე დავზოგოთ ბუნებრივი რესურსი - წყალი.

კვლევა, რომელიც წყლის რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებით ჩატარდა, ჟურნალში Nature Sustainability გამოქვეყნდა. მკვლევარებმა დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში არსებული ვითარება შეისწავლეს.

როგორც აღმოჩნდა, ამ სამ ქვეყანაში მდგომარეობა დაახლოებით ერთნაირია, რაც იმას ნიშნავს რომ ევროპაში მოსახლეობა ჭამს დიდი რაოდენობით ხორცს, შაქარს და ცხიმს და არასაკმარისი რაოდენობით იღებს ხილსა და ბოსტნეულს.

ციფრები კვლევიდან:

• საკვებისთვის წყლის ხარჯი ერთ ადამიანზე დიდ ბრიტანეთში დღეში 2,757 ლიტრია, გერმანიაში 2,929, ხოლო საფრანგეთში 3,861 ლიტრი;

• ჯანსაღ კვებაზე გადასვლა, როდესაც ვიღებთ ხორცსაც, წყლის რესურსების მოხმარებას 11-35%-მდე შეამცირებს;

• ჯანსაღი პესკეტარიანული კვება (როდესაც ხორცს ანაცვლებს თევზი, ცხოველურ ცხიმს კი მცენარეული ზეთი) წყლის მოხმარებას 33-35%ით ამცირებს;

• ჯანსაღი ვეგეტარიანული კვება (როდესაც არც თევზით, არც ხორცით და არც ცხოველური ცხიმით იკვებება ადამიანი), წყლის რესურსის მოხმარებას 35-55%ით ამცირებს.

სუფთა წყლის რესურსები დედამიწაზე მცირეა, მოსახლეობის ზრდის, ცხოვრების წესის ცვლილებისა და კლიმატური ცვლილებების გამო, კი ვითარება ამ მხრივ თანდათან უფრო უარესდება.

არაერთ ქვეყანაში ტარდება სოციალური კამპანიები წყლის დასაზოგად, მესიჯები ასეთია: მიიღეთ მცირეხნიანი შხაპი, დაკეტეთ ონკანი კბილების ხეხვის პროცესში.

თუმცა, მაინც დაბალია ცნობიერება იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის წყალია საჭირო საკვების მოსამზადებლად. ცხიმის, შაქრის ან ზეთის წარმოება უამრავი რაოდენობით წყალს მოითხოვს, ხილის ან ბოსტნეულის მოყვანას კი ნაკლები წყლის რესურსი სჭირდება.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ადამიანების წახალისებისთვის რომ გადავიდნენ ჯანსაღ კვებაზე, საჭიროა არაერთი ნაბიჯის გადადგმა, მათ შორის არაჯანსაღ პროდუქტებზე გადასახადის დაწესება და საკვების მარკირების გაუმჯობესება.

წყარო: BBC

myquiz