მაყ­ვლის ერთი მარ­ცვა­ლი, სა­შუ­ა­ლოდ, 15 გრამს იწო­ნის - ქართველი ფერმერების წარმატების ფორმულა | Allnews.Ge

მაყ­ვლის ერთი მარ­ცვა­ლი, სა­შუ­ა­ლოდ, 15 გრამს იწო­ნის - ქართველი ფერმერების წარმატების ფორმულა

სოფლის მეურნეობა წლების მანძილზე დავიწყებული დარგი იყო, თუმცა ბოლო დროს ახალგაზრდებშიც პოპულარული გახდა. დღეს ბევრია ისეთი ფერმერი, რომლებიც სიძნელეების მიუხედავად არ ჩერდებიან, პრობლემებს არ უშინდებიან და შედეგებსაც აღწევენ.

გიორგი ლაცაბიძე ახალგაზრდა ფერმერია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევიდან. მის სახელს გიგანტური უეკლო მაყვლის მოყვანა უკავშირდება. მაყვლის ერთი მარცვალი, საშუალოდ, 15 გრამს იწონის...

25 წლის ფერმერმა გასულ წელს მაყვლის ღვინოც დაწურა, წელს კი მომხმარებელს სასიამოვნო ამბავი ამცნო: 5-წლიანი სამეცნიერო-სელექციური მუშაობის შედეგად, რამდენიმე განსხვავებული მარწყვის ჯიში მიიღო. აღნიშნული ჯიშები, როგორც ქართული სელექციით მიღებული ჯიშები, ისე დარეგისტრირდება.

"პირველი ჯიში, რომელსაც სახელიც დავარქვი და 2 წელია გამოცდის ქვეშაა, უჩვეულო თვისებით გამოირჩევა, რაც ვფიქრობ, საქართველოსთვის მრავალმხრივ პერსპექტიული იქნება. აღნიშნული ჯიში დღის ხანგძლივობის მიმართ ნეიტრალურია და ასევე იმითაც გამოირჩევა, რომ შეუსვენებლად იძლევა ნაყოფს, მუდმივად ივითარებს კოკრებს და მოსავალს უწყვეტად გვაძლევს.

ასევე არის მსხვილი, წითელი შეფერილობის, მკვრივი, ტრანსპორტაბელური, ლამაზი კონუსური ფორმის და ძალიან ტკბილი" - აღნიშნავს ფერმერი.

მთავარი თვისება, რაც ამ პროდუქტს ახასიათებს და მარწყვის სხვა ჯიშებისგან გამოარჩევს, ისაა, რომ ერთ-ერთს ანანასის გემო და სუნიც აქვს, თუმცა ანანასზე გაცილებით გემრიელი და ტკბილია. გიორგი ლაცაბიძეს აღნიშნული ჯიშის გამოყვანისას, არანაირი გენური ინჟინერია არ გამოუყენებია და მხოლოდ სელექციური მუშაობის წესების დაცვით და ხელოვნური გადარჩევით მიიღო.

"მესმის, რომ ანანასს თავისი განსაკუთრებული ფორმა აქვს და სუფრაზე მისი ფორმისა და სილამაზის გამო გამორჩეულ ადგილს იკავებს, თუმცა ის ფაქტი, რომ უკვე გვაქვს მისი გარკვეულწილად შემცვლელი მარწყვის ჯიში, რომლის წყალობით მთელი წლის განმავლობაში შეგვეძლება ვაწარმოოთ ქართული ანანასი, მიღწევაა სოფლის მეურნეობასა და სამეცნიერო სივრცეში.

თუმცა, რეალური მიღწევა მაშინ იქნება, როცა მისი ბაღები გაშენდება და მყიდველიც პოზიტიურად შეხვდება მას. მე ამ პროდუქტს "მარიანასი" დავარქვი. ეს სახელი ჯერ კიდევ ჩემს მომავალ მეუღლესთან შეყვარებულობის პერიოდში მის პატივსაცემად შევურჩიე, რადგან ჩემს მეუღლეს მარი ჰქვია და ინიციალებიც შესაბამისია", - დასძენს ფერმერი.

გიორგი ბოჭორიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდადანაა. ფერმერობას ხელი რამდენიმე წლის წინ მიჰყო, თუმცა, 2006 წლიდან შეიარაღებულ ძალებში ირიცხება. 18 წლისა ჯარში გაიწვიეს და იმავე წელს ერაყში გაემგზავრა. 2010-ში ავღანეთში წავიდა, სამი თვის ჩასული კი მძიმედ დაიჭრა, რის გამოც, ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი გერმანიაში გაიარა. 10 ოპერაცია აქვს გაკეთებული.

სამშობლოში დაბრუნებულმა მეომარმა ბრძოლა იარაღით ვერა, მაგრამ თოხითა და ბარით განაგრძო და უკვე წარმატებული ფერმერია... სოფელში მუშაობა მისთვის უცხო არასდროს ყოფილა. ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ, მშობლების დაწყებულ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო. მომავალში მეურნეობის გაზრდა-გაფართოებასაც აპირებს.

მოჰყავს პომიდორი, კომბოსტო, სიმინდი, ლობიო, ქერი, უვლის ვაშლის ბაღებს.
"მთავარი მონდომებაა და ყველაფერი გამოვა. თუმცა არის შემთხვევები, როცა სეტყვა ან სხვა გარე ფაქტორი მოსავალს გიფუჭებს და ასეთ დროს ხელის ჩაქნევა გინდა, მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო და იმედი არ დაკარგო. დამიჯერეთ, მთავარი შემართებაა. საჭიროა მეტი განათლებაც, რათა პირად გამოცდილებას თეორიული ცოდნაც შევმატოთ.

წაიკითხეთ დასასრული AMBEBI.Ge-ზე

myquiz