როგორ დავზოგოთ საწვავი? - რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის | Allnews.Ge

როგორ დავზოგოთ საწვავი? - რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის

რჩევები მათთვის, ვისაც უნდა, რომ ავტომობილი ეკონომიურად მართოს

იორგ პაულსენი მძიმეწონიანია, მაგრამ როცა საქმე ავტომობილის ეკონომიურად ტარებას ეხება, ეს მუხასავით კაცი ძალიან მოქნილი ხდება. "საწვავის დაზოგვის ჩიპი ავტომობილის ძრავაში კი არა, მძღოლის ყურებს შორისაა ჩადებული, - ასეთია მისი ფილოსოფია, - ვისაც საწვავის დაზოგვა უნდა, თუ მანქანას სწორად მართავს, ხარჯს მაქსიმუმ 20 პროცენტით თავისუფლად შეამცირებს." პაულუსი ასეთი სურვილით შეპყრობილ მძღოლებს სპეციალურ კურსებს უტარებს და ტრიუკების გაზიარებაზე სიამოვნებით დაგვთანხმდა. რა თქმა უნდა, ამ რჩევებთან ერთად აუცილებელია, რომ ძრავა გამართულად მუშაობდეს, დროულად ცვლიდეთ საწვავის ფილტრს, ჰაერის ფილტრს, აალებად სანთლებს და ა.შ.

დაცალეთ საბარგული

პირველ რიგში გაათავისუფლეთ თქვენი ავტომობილი ბალასტისგან. ამოიღეთ ყველაფერი, რაც ყოველდღე არ გჭირდებათ - თითოეულ გრამს მნიშვნელობა აქვს. წონის დაკლება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საწვავის ხარჯი შემცირდება.

დაიცავით დისტანცია

დისტანციის დაცვა შესაძლებლობას მოგცემთ, წინასწარ გათვალოთ ნებისმიერი სიტუაცია და თავიდან აიცილოთ როგორც სწრაფი მუხრუჭი (და შესაბამისად, ხუნდების ცვეთა), ასევე სიჩქარის თავიდან აკრეფა და იმ მომენტში საწვავის ხარჯის შესაბამისი მატება. ვინც დისტანციას იცავს, ქალაქში არაერთხელ მიეცემა იმის შანსი, რომ სიჩქარიდან ამოაგდოს და საწვავი ამითაც დაზოგოს. ასეთი მიდგომა სიჩქარეს არ დაგაკარგვინებთ და საწვავსაც დაგიზოგავთ.

როდის აქვს აზრი ძრავის გამორთვას?

წამზომიან შუქნიშანთან საწვავის ხარჯის დაზოგვის მიზნით ძრავის გამორთვას აზრი აქვს. თუ წითლის ხანგრძლივობა მინიმუმ 50-60 წამია, გამორთვას აზრი ნამდვილად აქვს, 10 ან 20-წამიან წითელზე კი - არა, რადგან თავიდან დაქოქვისას მანქანა დაზოგილზე მეტ საწვავს დახარჯავს. სტარტ-სტოპით აღჭურვილი ავტომობილები ამ საქმეს ავტომატურად აკეთებენ.

კარგად დაბერეთ საბურავები

დაბერეთ საბურავები წიგნში მოცემულ, რეკომენდებულ მაქსიმალურ ნორმაზე 0.2-ით მეტით. ეს ამცირებს წინაღობას, ზოგავს საწვავს და იცავს საბურავებს. განაგრძეთ კითხვა

myquiz