ჰაერის დაბინძურება სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ 1 წლით ამცირებს | Allnews.Ge

ჰაერის დაბინძურება სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ 1 წლით ამცირებს

ჰაერის დაბინძურება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას მსოფლიოს მასშტაბით ერთი წელიწადზე მეტით ამცირებს. ამის შესახებ ახალი სამეცნიერო კვლევის შედეგები მეტყველებს. ინჟინერ-ეკოლოგებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევარების ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობის ხელშესახებ ზრდას გამოიწვევს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჰაერის დაბინძურებისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლები ერთობლივი შესწავლის საგანი გახდა.

თბილისის რომელ ქუჩაზეა ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული?

კვლევის ავტორებმა შეისწავლეს ჰაერის დაბინძურება, მასში 2,5 მიკრონზე მცირე მყარი ნაწილაკების არსებობის თაობაზე. ასეთ მცირე ნაწილაკებს ფილტვებში ღრმად მოხვედრა შეუძლიათ, რაც გულის შეტევების, ინსულტების, რესპირატორული დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს ზრდის. მსგავსი ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურება ელექტროსადგურების, ავტომობილების, ხანძრების, სოფლის მეურნეობის საშუალებით ხდება.

მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნებში ჰაერის დაბინძურების დონე და სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადარეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის ხანგრძივობას დაახლოებით 1 წლით ამცირებს.

myquiz