დასამახსოვრებელი ფრაზები ქართველი პოლიტიკოსებისგან, რომლებმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია | Allnews.Ge

დასამახსოვრებელი ფრაზები ქართველი პოლიტიკოსებისგან, რომლებმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია

"უკვე არის ნათქვამი და ცოტა ჟურნალისტებმაც ტვინი გაანძრიეთ", - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს. გასულ კვირას პრეზიდენტობის კანდიდატის ამ მიმართვას სოციალური ქსელის უამრავი მომხმარებელი განიხილავდა. ზურაბიშვილის მიერ ნათქვამ სიტყვებს საკმაოდ ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

თუმცა, ეს სალომე ზურაბიშვილის "ფრთიანი გამონათქვამების" მხოლოდ ერთი ნაწილია. მსგავსი დასამახსოვრებელი ფრაზები პრეზიდენტობის კანდიდატისგან მანამდეც ბევრი იყო. მაგალითად, "ქაჯები კი არ მოდიან, ქაჯები მიდიან". "ეშმაკიო, დიალოგიო..."

სასაცილო და დასამახსოვრებელი ფრაზები პოლიტიკოსების მხრიდან მხოლოდ ზურაბიშვილს არ უთქვამს, Allnews.ge-მ სხვა პოლიტიკოსების დასამახსოვრებელი გამონათქვამები შეაგროვა.

ასე მაგალითად, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური - "გარე შოკებზე ბევრს არ მოვყვები, რაც შეეხება შიდა შოკებს, შიდა შოკები, მადლობა ღმერთს, არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები და ეს პატარა შოკუნიები არის სურვილი ჩვენი ოპონენტების, რომ ნახონ ცეცხლში გახვეული საქართველო".

"პატრიოტთა ალიანსის" წევრ დავით თარხან-მოურავს კი გერმანულ-ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია GFK, რომელმაც არჩევნები 2016-ის ეგზიტპოლი ჩაატარა, მსოფლიოში სახელგანთქმული რესტორანი KFC -ში აერია.

"რომ იცოდეთ, KFC - ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ქათმის ფრთებს ყიდის", - განაცხადა აჭარის ტელევიზიის ეთერში თარხან-მოურავმა.

"მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით საუბრობს!" - ამ სიტყვებით კი მიმართა დედაქალაქის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე მუშტის" წევრს ირაკლი კუპრაძეს და მერიაში მიმდინარე სხდომა დაატოვებინა.

დეპუტატი გუგული მაღრაძე: "ჭკვიანმა დიასახლისმა იცის, როდისაა ხორცი იაფი, თუ კარგი დიასახლისია, გეტყვი, რამდენია საჭირო: ადამიანი გავა, იმ დღეს იყიდის ხორცს, როცა იაფია, იმ ხორცს ორად გაყოფს, სუპს გააკეთებს, მერე კიდევ შეურევს სხვა რაღაცებს, მაგალითად, კარტოფილს. ამისთვის სადღაც 20 ლარია საჭირო და შეიძლება კალორიებიც დაიცვა, სჯობს სტაფილო, კარტოფილი, კომბოსტო და ა.შ. ამას უნდა კარგი, ჭკვიანი დიასახლისი, რომელმაც იცის, როდის გავიდეს ბაზარში. ესაა მთელი ხელოვნება".

სოსო ჯაჭვლიანი - "მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ "იბიარდზე" 10 წლის განმავლობაში. ეს "იბიარდობა" ეტყობა ქვეყანას. ამიტონ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ", - განაცხადა ჯაჭვლიანმა სესიაზე. ამის გამო დეპუტატი "ბიბისიზეც" მოხვდა. მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველ დეპუტატს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი სიტყვა "ბორდელში" აერია.

თამაზ მეჭიაური: "ელისაშვილი შემჩნეულია ხშირად ცილისწამებებში და ამას მისი ცხვირის ზომაც ადასტურებს, თანდათან ეზრდება იმდენ ტყუილს ამბობს. იმხელა თანხაზეა საუბარი ბინ ლადენი თუ ყავდათ გასაშვები თუ არა აბა ამდენ ფულს ვისში იხდიდნენ?".

ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელ გოგი წულაიას გამონათქვამს - "დროშა ვერ დაკიდენ ამ შობელძაღლებმა". მოგვიანებით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დროშა პოლიტიკური გოგი წულაიას გადასცა. "ახლა შენ დაკიდე", – ამ სიტყვებით მიაწოდა პრეზიდენტმა დროშა "თავისუფალი საქართველოს" წევრს.

myquiz