Nike-მა ეკლესიაში ულტრათანამედროვე კალათბურთის მოედანი მოაწყო | Allnews.Ge

Nike-მა ეკლესიაში ულტრათანამედროვე კალათბურთის მოედანი მოაწყო

კომპანია Nike-მა აშშ-ს ქალაქ ჩიკაგოში კალათბურთის ტაძარი შექმნა.

ჩიკაგოს ნათლისღების სახელობის ტაძარი 1885 წელს გაიხსნა, თუმცა 2011 წელს შენობა აუქციონზე გაიყიდა. ამის მიზეზი მრევლის მკვეთრი შემცირება გახდა.

Nike-მა ეკლესია გამოისყიდა და იქ ულტრათანამედროვე კალათბურთის მოედანი მოაწყო.

ახლა კალათბურთის ტაძარში ადგილობრივი სკოლების გუნდები ითამაშებენ.

კომპანიის ინიციატივით, მოზარდ კალათბურთელებს მასტერკლასებს NBA-ს ყოფილი და მოქმედი ვარსკვლავები ჩაუტარებენ. პირველი ასეთი ვარსკვლავი ყოფილი ამერიკელი კალათბურთელი, NBA-ს ექვსგზის ჩემპიონი სკოტი პიპენი გახდა.

myquiz