ეგვიპტეში სფინქსის ახალი ქანდაკება აღმოაჩინეს | Allnews.Ge

ეგვიპტეში სფინქსის ახალი ქანდაკება აღმოაჩინეს

ეგვიპტეში, ქალაქ ლუქსორში საგზაო სარემონტო სამუშაოების დროს მუშებმა სფინქსის ახალი ქანდაკება აღმოაჩინეს.

ლუქსორის პროვინციის სიძველის ნიმუშების საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელის, მუჰამედ აბდელ აზიზის განცხადებით, ქანდაკება წარმოადგენს ლომს, რომელსაც ადამიანის სახე აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქანდაკება არაფრით არ ჩამოუვარდება გიზაში მდებარე სფინქსის ქანდაკებას, რომელიც დაახლოებით ძვ.წ. 2500 წელს შეიქმნა.

ამასთან, მიწიდან ქანდაკების ამოღებას ჯერ არავინ ჩქარობს. სპეციალისტების აზრით, კლიმატის მკვეთრმა ცვლილებებმა შესაძლოა ქანდაკება დააზიანოს.

myquiz