პროდუქტები, რომლებიც ქოლესტერინით ღარიბია | Allnews.Ge

პროდუქტები, რომლებიც ქოლესტერინით ღარიბია

დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი ცხოველური ცხიმების შეზღუდვაა.

შეგიძლიათ მიირთვათ ფრინველის ხორცი, მაგრამ აუცილებლად ცხიმგაცლილი. არ შეიძლება ღამით დანაყრება, მით უფრო ზომაზე მეტად. როცა საღამოს შვიდი საათის შემდეგ ვვახშმობთ, საჭმლის მონელება ირღვევა და ორგანიზმი ცხიმს არასწორად ითვისებს.

სისხლში ქოლესტერინის დონეს აქვეითებს ხილი და ბოსტნეული. ძლიერი ანტიქოლესტერინული მოქმედება აქვს ნიახურს, განსაკუთრებით მის ფესვებს, ასევე სხვა მწვანილსაც.

ქოლესტერინით მდიდარია:

  • ნაღების კარაქი, ღორის, საქონლისა და ცხვრის ხორცი, ძეხვეული, პაშტეტი, ბატისა და იხვის ხორცი;
  • კვერცხის გული;
  • რძე, არაჟანი, შედედებული რძე,
  • ცხიმიანი ყველი და მაწონი;
  • ნაყინი, ნამცხვარი;
  • ხორცის ბულიონი, მაიონეზი.
ქოლესტერინით ღარიბია:

  • მზესუმზირას, სიმინდისა და ზეითუნის ზეთი;
  • ქათმისა და ინდაურის კანგაცლილი, ასევე ხბოსა და საქონლის მჭლე ხორცი;
  • თევზი;
  • ნებისმიერი სახის ბოსტნეული, სიმინდი, ლობიო, ცერცვი, მუხუდო, მოხარშული კარტოფილი, ასევე ხილი და ჩირი;
  • მარცვლეული, სუნელები, მდოგვი, პილპილი.

Mkurnali.ge

myquiz