შვეიცარიის პოლიცია მოსახლეობას შინაური ცხოველებისთვის ფეხსაცმელების ყიდვისკენ მოუწოდებს | Allnews.Ge

შვეიცარიის პოლიცია მოსახლეობას შინაური ცხოველებისთვის ფეხსაცმელების ყიდვისკენ მოუწოდებს

შვეიცარიაში, ციურიხის პოლიციამ შინაური ცხოველების პატრონებს მათთვის ფეხსაცმელების შეძენისკენ მოუწოდა, რათა გარეთ სეირნობისას შინაური ცხოველების თათები გადაჭარბებული სიცხისგან დაიცვან.

სამაუწყებლო კორპორაცია SRF-ის ცნობით, ადგილობრივმა პოლიციამ წამოიწყო კამპანია სახელწოდებით "ჰოთ-დოგი", რომლის ფარგლებშიც შინაური ცხოველებისა და განსაკუთრებით ძაღლების მფლობელებს უყვება, თუ როგორ იტანჯებიან ისინი ცხელ ასფალტზე თათის დადგმისას.

შვეიცარიაში, ისევე, როგორც ევროპის სხვა ბევრ ქვეყანაში მიმდინარე ზაფხული იშვიათად ცხელი აღმოჩნდა - ივლისის განმავლობაში ტემპერატურა 30 გრადუსი ცელსიუსის ფარგლებში მერყეობდა. ქვეყნის ზოგიერთ რაიონებში გვალვაც კი დაიწყო.

ევროპის ცალკეულ ნაწილში ტემპერატურის 50°C-მდე ზრდაა მოსალოდნელი

ციურიხის საქალაქო პოლიციის პრეს-მდივნის, მაიკლ უოკერის განმარტებით, მსგავს ტემპარატურაზე ასფალტი შესაძლოა 50-55 გრადუს ცელსიუსამდე გაცხელდეს, რაც განსაკუთრებულ დისკომფორტს იწვევს ძაღლებში.

"როდესაც ძაღლი გახურებულ ასფალტზე გადაადგილდება, მას თათები ზუსტად ისე ეწვის, როგორც ფეხშიშველ ადამიანს ფეხი, როდესაც ის ამ ასფალტზე მიდის"- განაცხადა პრეს-მდივანმა SRF-თან ინტერვიუში.

ლოს-ანჯელესში გაგრილების მიზნით გზებს თეთრად ღებავენ

ამასთან დაკავშირებით პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას ურჩევს, ძაღლის გარეთ გასეირნებამდე ასფალტი შეამოწმოს და გაიგოს, რამდენად ცხელია ის ხელის ზურგის ასფალზე რამდენიმე წამით მიდებით. გარდა ამისა, სამართლადამცველები ადგილობრივებს აფრთხილებენ, რომ ძაღლები და ზოგადად შინაური ცხოველები სიცხეში მდგარ ჩაკეტილ მანქანაში არ დატოვონ და ზოგადად თვალი ადევნონ, რომ მათ დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ.

"ძალიან ცხელა? ასეთ შემთხვევაში მოერიდეთ მზეში ასფალტზე გადაადგილებას, დიდ ძაღლებს თათებზე სპეციალური ფეხსაცმელი ჩააცვით, პატარები კი ხელით ატარეთ", - ნათქვამია ციურიხის პოლიციის Facebook-ის გვერდზე. თავიანთ პოსტს პოლიციის თანამშრომლებმა მოსამსახურე ძაღლების ფოტოები დაურთეს, რომლებსაც თათებზე სპეციალური დამცავები აცვიათ.

myquiz