7 ადგილი, რომლებსაც "გუგლის" რუკებზე ვერ ნახავთ | Allnews.Ge

7 ადგილი, რომლებსაც "გუგლის" რუკებზე ვერ ნახავთ

Google-ის რუკები კომპანია Google-ის ერთ-ერთი საუკეთესო ტექნოლოგიაა, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ მთელი მსოფლიო საკუთარი ოთახიდან გაუსვლელად. თუმცა, დედამიწაზე არსებობს რამდენიმე ადგილი, რომლებსაც Google-იც კი ვერ გაჩვენებთ. მათ შორისაა:

ფოლკელის საჰაერო ბაზა, ნიდერლანდები

Wikileaks-ის მიერ გავრცელებული დოკუმენტების ინფორმაციით, შესაძლოა, ამ ბაზაზე აშშ ცივი ომის პერიოდის დროინდელი ბირთვული იარაღის 22 ერთეულს ინახავს.

როზესი, ესპანეთი

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ადგილზე აშშ-ს საჰაერო ძალების თვითმფრინავების კონტროლისა და გაფრთხილების 875-ე ესკადრონია დისლოცირებული.

ეროვნული უშიშროების ბიურო, ტაივანი, ჩინეთი

ეს არის ჩინეთის მთავარი სადაზვერვო ორგანიზაციის - ეროვნული უშიშროების ბიუროს სათაო ოფისი.

ისრაელი

თუ ისრაელის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების ახლოდან ნახვას მოისურვებთ, აღმოაჩენთ, რომ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო ძალიან დაბალი ხარისხისაა. ანალოგიური სიტუაცია ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე მეორდება.

ნატო-ს საჰაერო ბაზა, გაილენკირხენი, გერმანია

მიუხედავად იმისა, რომ Bing.com-ის რუკებზე ბაზის ტერიტორია ჩვეულებრივად ჩანს, Google-ის რუკებზე ის მთლიანად არის დაფარული.

კარტახენას აეროდრომი, ლოს დოლორესი, ესპანეთი

ამ ადგილის შესახებ ძალიან მცირე ინფორმაცია მოიპოვება. თუმცა, თუ ამავე ადგილს ქუჩების დათვალიერების რეჟიმში (Google Street View) ვნახავთ, იქ უბრალოდ ცარიელი ველია.

აშშ-მექსიკის საზღვარი, ჰადსპეტის ოლქი, ტეხასი, აშშ

მექსიკის ქალაქ სიუდად ხუარეზთან, აშშ-მექსიკის საზღვრის დაახლოებით 25-კილომეტრიანი მონაკვეთი გამრუდებულია.

myquiz