ფოტოები სექს-თოჯინების ჩინური ქარხნიდან - მათ მარტივი დიალოგის გამართვა, ხელებისა და თვალების მოძრაობა შეუძლიათ | Allnews.Ge

ფოტოები სექს-თოჯინების ჩინური ქარხნიდან - მათ მარტივი დიალოგის გამართვა, ხელებისა და თვალების მოძრაობა შეუძლიათ

ოფიციალური პეკინი ცდილობს ქვეყანა ხელოვნური ინტელექტის სამშობლოდ აქციოს და აღნიშნული ტექნოლოგია ცხოვრების ყველა ასპექტში დანერგოს. ზოგიერთმა ჩინურმა კომპანიამ ხელოვნურ ინტელექტს უცნაური, თუმცა ორიგინალური გამოყენებაც მოუფიქრა და ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სექს-თოჯინების გაკეთება დაიწყო.

ჩინეთის სექს-თოჯინების ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა მწარმოებელმა ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი თოჯინები გამოუშვა, რომლებსაც, მწარმოებლის თქმით, მარტივი დიალოგის გამართვა, ასევე ხელებისა და თვალების მოძრაობა შეუძლიათ.

სახელოსნოს იატაკზე სხეულის სხვადასხვა ფორმების გამოსაყვანად საჭირო მრავალფეროვანი ყალიბები აწყვია.

თოჯინების ნაწილები მზად არის WMDOLL-ის საწარმოში შესამოწმებლად.

მომხმარებელს მისთვის მიმზიდველი გარეგნობის თოჯინის შერჩევა შეუძლია, სასურველი სიმაღლის, თმის ვარცხნილობისა და თვალის ფერის გათვალისწინებით.

მეტალის ჩონჩხი მზად არის ყალიბში განსათავსებლად.

თოჯინას შეუძლია კითხვებზე პასუხის გაცემა, თუმცა არ შეუძლია ხანგრძლივ დიალოგში ჩართვა.

თოჯინა იყენებს იმ მონაცემთა ბაზის ლექსიკონს, რომელის სრულყოფაზე ჩინური კომპანია Baidu ზრუნავს.

საწარმოს 200-ზე მეტი, სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი ჰყავს. ყველა თოჯინა ხელნაკეთია და თითოეული მათგანი დაახლოებით 5 თანამშრომლის ძალისხმევას საჭიროებს.

სხვადასხვა დიზაინის მქონე ზოგიერთი სექს–თოჯინის შეძენა უკვე შესაძლებელია.

კომპანიამ ამ დროისთვის, დაახლოებით, 20 ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი თოჯინა გაყიდა, რომელთა ღირებულება 1 400-დან 7 500 დოლარამდე მერყეობდა.

ქარხანაში თვეში დაახლოებით 2000 თოჯინას აკეთებენ.

პოტენციურ მომხმარებელს სასურველი გარეგნობის შერჩევა ათეულობით სხვადასხვა სხეულის ფორმასა და 260 განსხვავებულ სახეს შორის შეუძლია.

საწყობშია მამრობითი სქესის სექს–თოჯინაც. საწარმოში გაკეთებული პროდუქციის თითქმის 1% მამრობითი სქესის თოჯინაა და მათ ძირითადად მამრობითი სქესის კლიენტები ყიდულობენ.

ერთ-ერთი გუნდი სექს–თოჯინას ფოტოგადაღებისთვის ამზადებს, რათა მომხმარებელმა ინტერნეტსივრცეში მისი ნახვა შეძლოს.

თოჯინის თავებს ყუთში აწყობენ და მომხმარებელთან გასაგზავნად ამზადებენ. კომპანია იმედოვნებს, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე თოჯინა საბოლოოდ უფრო მეტად პოპულარული გახდება უცხოელებს, მათ შორის, ამერიკელებს შორის. ამჟამად თოჯინების გაყიდვების 80% ექსპორტზე მოდის, საზღვარგარეთ გატანილი პროდუქციის ნახევარი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდის.

სამ სექს–თოჯინას მოძრავი ნაწილების შემოწმება დისტანციური მართვის საშუალებით უტარდება.

"რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვისახავთ მიზნად, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი თოჯინების ბოლომდე ადამიანისთვის მიმსგავსებას, ჩვენ, უბრალოდ, ვაწარმოებთ ზრდასრულებისთვის განკუთვნილ პროდუქციას"- განმარტა WMDOLL-ის პროდუქციი.

მომზადებულია Guardian-ის მიხედვით

myquiz