როგორ მოვაწონოთ თავი ადამიანებს - 7 საინტერესო რჩევა FBI-ის ექსპერტისგან | Allnews.Ge

როგორ მოვაწონოთ თავი ადამიანებს - 7 საინტერესო რჩევა FBI-ის ექსპერტისგან

ახალი ადამიანების გაცნობამ შესაძლოა, უხერხულობა შეგიქმნათ. ფიქრს იწყებთ იმაზე, რა უნდა თქვათ და როგორ დატოვოთ კარგი შთაბეჭდილება, როგორ შეინარჩუნოთ საინტერესო დიალოგის სადავეები.

კვლევამ აჩვენა, რომ ურთიერთობა გადამწყვეტ როლს ასრულებს ბედნიერების განცდაში, კარგი სანაცნობო წრე კი მნიშვნელოვანია კარიერულ კიბეზე აღმასვლისთვის.

ამ პროცესში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვაა, როგორ უნდა შევქმნათ მჭიდრო კავშირები და გავაღრმაოთ ნდობის განცდა.

აღნიშნულ კითხვაზე პასუხის მისაღებად გამოცემა Time გამოძიების ფედერალური ბიუროს ქცევითი ანალიზის პროგრამის ყოფილ ხელმძღვანელს რობინ დრიკს დაუკავშირდა, რომელიც ადამიანებს შორის ურთიერთობას 27 წლის განმავლობაში სწავლობდა.

რობინ დრიკის რჩევით ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც შეგიძლიათ გამოავლინოთ ადამიანთან, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ შეხვდით,

1. მოუსმინოთ, დაუსვათ კითხვები მაგრამ არ განიკითხოთ

"არავის მათ შორის არც თქვენ არ გესიამოვნებათ იმის განცდა, რომ თქვენი რომელიმე შეხედულების ან მოსაზრების ან თუნდაც ქმედების გამო ვინმემ განგიკითხოთ. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენს თანამოსაუბრეს ეთანხმებით, ეს იმას ნიშნავს, რომ გჭირდებათ დრო მათი ოცნებების, საჭიროებების, სურვილებისა და მისწრაფებების შესახებ გაიგოთ და გაიაზროთ.

რა უნდა ქნათ მაშინ, როდესაც ადამიანი თქვენთვის გაუგებარი და ცოტა გიჟური იდეების ფრქვევას იწყებთ, არ განსაჯოთ გამოხატეთ ინტერესი. ამ დროს მოსაუბრეს ყოველთვის ვეუბნები, რომ არასდროს მიფიქრია ამ საკითხზე მსგავსი რაკურსით ან არასდროს მსმენია საკითხის მსგავსი ინტერპრეტაცია და თანამოსაუბრეს ვთხოვ კარგად ამიხსნას და გამარკვიოს თავის მოსაზრებაში. ამის შემდეგ ისინი უფრო თავისუფლად და მშვიდად აგრძელებენ თავის საყვარელ თემაზე: საკუთარ თავზე საუბარს", - ამბობს რობინ დრიკი.

Time-ის მიხედვით კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები საკუთარ თავზე საუბრისას გაცილებით მეტ სიამოვნებას განიცდიან ვიდრე საკვებსა და ფულზე საუბრისას.

2. ჩაახშეთ თქვენი ეგო, რათა შეძლოთ და შეაყვაროთ სხვა ადამიანებს თავი

ბევრი ჩვენგანი უბრალოდ კვდება სურვილით, დაამტკიცოს რომ სხვა ადამიანი ცდება, ეს კი კავშირს ანადგურებს.

"ეგოს ჩახშობა თქვენი საკუთარი საჭიროებების, სურვილებისა და მოსაზრების გვერდით გადადებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაცნობიერებულად აიგნორებთ სურვილს მუდამ მართალი იყოთ და სხვებს რაღაცები შეუსწოროთ. ეს გულისხმობს იმას, რომ არ უნდა მისცეთ თქვენს ემოციებს იმის საშუალება, რომ თავი დაგარგინოთ იმ სიტუაციაში, როდესაც არ ეთანხმებით სხვა ადამიანების ქმედებას, მოსაზრებასა და შეხედულებას.

ადამიანებთან მუდმივ წინააღმდეგობაში ყოფნა არ ქმნის ურთიერთობებს", - განმარტავს სპეციალისტი.

Time-ის მიხედვით, როდესაც ადამიანს ესმის მისი რწმენის საწინააღმდეგო მოსაზრება, მისი ცნობიერების ლოგიკური ნაწილი ითიშება და ტვინი საბრძოლველად ემზადება. ეს კი განსხვავებული შეხედულებების მკქონე ადამიანებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებას შეუძლებელს ხდის.

3. როგორ უნდა ვიყოთ კარგი მსმენელები?

ყველას გვსმენია და ბევრი ადამიანისგან გაგვიგია, რომ მოსმენის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის, თუმცა არავინ გვიხსნის თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს უნარი სწორად. რაშია საიდუმლო?

შეწყვიტეთ იმაზე ფიქრი რას ეტყვით თანამოსაუბრეს შემდეგ და კონცენტრირდით იმაზე თუ რას გეუბნებათ ის ახლა. იყავით უფრო მეტად ცნობისმოყვარე და ჰკითხეთ იმის შესახებ რაც გაინტერესებთ.

"მოსმენა არ ნიშნავს უბრალოდ გაჩუმებას, მოსმენა ნიშნავს, რომ არაფერი გაქვთ სათქმელი და ეს ორი სრულიად განსხვავებული რაღაცაა. როდესაც უბრალოდ ჩუმად ხართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ფიქრობთ იმაზე, რისი თქმაც გსურდათ და არ თქვით. არის კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც საკუთარ პასუხზე ფიქრობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თანამოსაუბრეს ნაწილობრივ უსმენთ და სინამდვილეში ელით შესაძლებლობას რომ საკუთარი ისტორია მოყვეთ.

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თანამოსაუბრის ისტორიაზე კონცენტრირდეთ? როგორც კი გაგახსენდებათ ამბავი რომლის გაზიარებაც თქვენი მხრივ გსურთ - უარყავით ის და ცნობიერ დონეზე დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ ამ ისტორიის მოყოლას არ აპირებთ. ერთადერთი რაც საკუთარ თავს უნდა კითხოთ - რა აზრი და იდეა იყო თანამოსაუბრის მონაყოლში მიმზიდველი და ისეთი, რომლის უფრო ღრმად გაგებას ვისურვებდი"- განმარტავს რობინ დრიკი.

აქტიური მოსმენის საფუძვლები საკმაოდ მარტივია:

  • მოუსმინეთ რას გეუბნებიან, არ შეაწყვეტინოთ, შეეწინააღმდეგოთ ან შეაფასოთ.
  • დაუქნიეთ თანამოსაუბრეს თავი და მოკლე კომენტარები გააკეთეთ, რაც მას აგრძნობინებს, რომ ყურადღებით უსმენთ.
  • არ მოგერიდოთ გაიმეორეთ იმ წინადადების მთავარი აზრი, რომელიც მოსაუბრემ ახლახანს დაასრულა.
  • დასვით კითხვები, რაც იმის ნიშანია, რომ თქვენ ყურადღებით ისმენდით და საკითხმა დაგაინტერესათ.

გასაგებია, რომ ზოგერთი ადამიანი ძალიან მოსაწყენია, უინტერესო თემაზე საუბრობს და არ გაფიქრდებათ რა შეიძლება მას ჰკითხოთ. ახლა შემოგთავაზებთ საუკეთესო კითხვებს რაც შეიძლება ადამიანებს დაუსვათ:

4. დასვით საუკეთესო კითხვები, რაც შეიძლება ადამიანებს დაუსვათ

ცხოვრება შეიძლება რთული იყოს ყველასთვის - მდიდრისთვისაც და ღარიბისთვისაც, მოხუცისა და ახალგზარდისთვის, ყველასთვის.

ჩვენა ყველა ვაწყდებით გამოწვევებს და გვიყვარს ამაზე საუბარი, სწორედ ამის შესახებ შეგიძლიათ დასვას კითხვები.

"ჩემი საყვარელი კითხვა გამოწვევებია, შემიძლია თანამოსაბრეს ვკითხო რა გამოწვევების წინაშე დადგა მიმდინარე კვირას, რა გამოწვევების წინაშე დგება, ქვეყნის რომელიმე კონკრეტულ ნაწილში ცხოვრებისას, რა გამოწვევების წინაშე დგება თინეიჯერების აღზრდისას? ყველა დგას გარკვეული გამოწვევების წინაშე, ამ კითხვების დასმით თქვენ გაიგებთ რა პრიორიტეტები აქვს ადამიანს ცხოვრების იმ კონკრეტულ პერიოდში" - გვიზიარებს თავის შეხედულებას სპეციალისტი.

კითხვის დასმა საკმაოდ ძლიერი იარაღია, კონკრეტულ ადამიანზე გავლენის მოსახდენად კი მას შეგიძლიათ მარტივად რჩევა ჰკითხოთ.

5. როგორ მოვიქცეთ თუ ადამიანი კომუნიკაციაზე არ მოდის?

ექსპერტი გვეუბნება, რომ თანამოსაუბრეს უნდა აგრძნობინოთ, რომ ბევრი დრო არ გაქვთ და წასავლელად ემზადებით. ეს მას მოდუნების საშუალებას მისცემს. თუ ბარში ვინმეს გვერდით მიუჯდებით და ეტყვით შეიძლება თუ არა მისი სასმელზე დაპატიჟება მიხვდებით, რომ ის ფარების მომარჯვებას დაიწყებს და საბოლოოდ ჩაიკეტება თქვენთან.

კვლევამ აჩვენა, რომ თანამოსაუბრისთვის იმის კითხვა ცუდ დროს ხომ არ მიმართავთ მას სასაუბროდ იმის ალბათობას ზრდის, რომ ის კითხვებზე პასუხის გაცემას დათანხმდება. კვლევის შედეგმა ცხადყო, რომ რესპოდენტისთვის იმის კითხვა - თანახმაა თუ არა ის, რომ მას რამდენიმე კითხვა დაუსვათ და შემდეგ პასუხის მშვიდად დალოდება ინტერვიუს ჩატარების შანსს ზრდის, ვიდრე მისთვის პირდაპირი კითხვების მიყრისას.

არავის სურს თავი მახეში გაბმულად იგრძნოს ვიღაც უცნაურ ადამიანთან საუბრისას. ადამიანებს უფრო მეტად სურთ თქვენი დახმარება ვიდრე ეს თქვენ გგონიათ, უბრალოდ მათ უსაფრთხოების განცდა და იმის ცოდნა სჭირდებათ, რომ სიტუაციას თავად აკონტროლებენ.

6. როგორ გამოვიყენოთ სხეულის ენა კავშირის დასამყარებლად

უნდა იყოთ პოზიტიურები, ეგოსა და განკითხვისგან თავისუფლები და თქვენი სხეულის ენა ამას უნდა შეესაბამებოდეს.

სპეციალისტის რჩევით, პირველი რაც უნდა გააკეთოთ - გაიღიმოთ, ღიმილი ხელს უწყობს ნდობის გამომუშავებას.

7. როგორ უნდა მოვიქცეთ ადამიანთან რომელსაც არ ვენდობით?

ამ სტატიის მიზანი არ არის ის, რომ ადამინებით მანიპულირება გასწავლოთ, თუმცა თუ გრძნობთ რომ თქვენი თანამოსაუბრე პირიქით ცდილობს მანიპულირებას, არ გამოიჩინოთ მტრობა თუმცა, იყავით საკმაოდ პრინციპულები და პირდაპირები და ჰკითხეთ თანამოსაუბრეს რა სურს მას, რის მიღწევას ცდილობს და რა არის ამ ინტერაქციის მიზანი.