ახდენილი ოცნება - 22 წლის დაუნის სინდრომის მქონე ბიჭის მილიონიანი ბიზნესი | Allnews.Ge

ახდენილი ოცნება - 22 წლის დაუნის სინდრომის მქონე ბიჭის მილიონიანი ბიზნესი

ამერიკელმა მამა-შვილმა საკუთარი ოცნება რამდენიმე მილიონიან ბიზნესად აქცია. ჯონ კრონინი 22 წლისაა და დაუნის სინდრომი აქვს, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, ამას წარმატების მიღწევაში ხელი არასდროს შეუშლია და წინსვლისას დაბრკოლება არასდროს ყოფილა.

ჯონმა და მისმა მამამ "გიჟური წინდების" წარმატებული ბიზნესი წამოიწყეს.

"დაუნის სინდრომი მაქვს, თუმცა ამას არასდროს შევუჩერებივარ"- ამბობს ჯონი.

მამა-შვილმა საკუთარი ბიზნესი 2016 წლის დეკემბერში დაარსეს, ამის შემდეგ მათ 4 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლეს და ჯამში 115 ათასი შეკვეთა შეასრულეს. ბიზნესის გაფართოებასთან ერთად დამატებითი მუშახელის საჭიროებაც გაჩნდა და ახლა ჯონთან ერთად კიდევ 35 ადამიანი მუშაობს, რომელთაგან 18-ს განსხვავებული შესაძლებლობები აქვს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დაახლოებით 70% დაუსაქმებელია, მათ 2/3-ს მუშაობა სურს, თუმცა სამსახურის შოვნას ვერ ახერხებენ.

ჯონს სხვადასხვა გიჟური წინდების ტარება მთელი ცხოვრების განმავლობაში განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა. ახლა ის მომხმარებლების შეკვეთების შესრულებაზე ზრუნავს, მისი მამა კი ბიზნესის მართვაზე აგებს პასუხს.

"რატომ წინდები? იმიტომ რომ მხიარული, ფერადია ადა ამ სფეროში შემიძლია კრეატიული ვიყო. ლამაზი რაღაცების გაკეთება მსურს აქ. ეს შესაძლებლობას მაძლევს საკუთარი თავი გამოვავლინო"- თქვა ჯონმა.

myquiz