27 ივლისს ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივ მთვარის დაბნელებას ვიხილავთ | Allnews.Ge

27 ივლისს ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივ მთვარის დაბნელებას ვიხილავთ

27 ივლისს დედამიწა მზესა და მთვარეს შორის გაივლის, რის გამოც მისი ჩრდილი დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე დაეცემა და მას მოწითალო ფერს მისცემს. ამ მოვლენის ხილვა დედამიწიდან დროის საკმაოდ დიდი მონაკვეთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, ვინაიდან მთვარის დაბნელება ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იქნება უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში.

მზის სრული დაბნელება და მთვარის სრული დაბნელება ერთმანეთს ძალიან ჰგავს. მზის დაბნელების დროს მთვარე გადის დედამიწასა და მზეს შორის და მზეს ფარავს. მთვარის ჩრდილი უფერულია, რადგან მას ატმოსფერო არ აქვს, იმისთვის რომ აირეკლოს და გაფანტოს სინათლე.

დედამიწის ატმოსფერო აზოტით არის სავსე, რომელიც მზის თეთრ სხივს შთანთქავს და მას ლურჯ სპექტრში აფრქვევს. სწორედ ამ მიზეზით ცას ცისფერ ფერში ვხედავთ, მზეს კი ყვითელ ფერში. განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება მთვარის დაბნელების თვითონ მთვარიდან დანახვა, რადგან ამ დროს ვიხილავთ, როგორ გაივლის მზის სინათლე ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ დაბნელების დროს მთვარე ჩვეულებრივზე უფრო პატარა გამოჩნდება.

საიდან გამოჩნდება მთვარის დაბნელება ?

ამ წელს მთვარის სრულ დაბნელებას აღმოსავლეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის მაცხოვრებლები დაინახავენ. მშვენიერი ხედი ექნებათ ანტარქტიდაზე მყოფ მეცნიერებს. მთვარის დაბნელება დაახლოებით 6 საათის განმავლობაში გაგრძელდება. ევროპაში, აღმოსავლეთ აზიასა და ინდონეზიაში მთვარის ნაწილობრივ დაბნელებას დაინახავენ.

myquiz