პირველად 60 წლის განმავლობაში მალარიის წინააღმდეგ ახალი მედიკამენტი შეიქმნა | Allnews.Ge

პირველად 60 წლის განმავლობაში მალარიის წინააღმდეგ ახალი მედიკამენტი შეიქმნა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის Tafenoquine-ის წარმოებას დათანხმდნენ. ეს პირველი მედიკამენტია ბოლო 60 წლის განმავლობაში, რომელმაც ტესტირება ყველა დონეზე წარმატებით გაიარა.

ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტაცია, რომელმაც ასევე თანხმობა განაცხადა მედიკამენტის წარმოებაზე, აშშ-ის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სამსახური (Food and Drug Administration) იყო.

წამალი ე.წ სამდღიანი მალარიის სამკურნალოდ არის გათვლილი, რომლითაც ყოველწლიურად მსოფლიოში 8,5 მილიონი ადამიანი ავადდება.

სამდღიანი მალარია დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა აფრიკაში, უფრო ზუსტად საჰარას სამხრეთით. ამ ქვეყნებში ყველაზე ხშირად 12 წლამდე ბავშვები ავადდებიან და აქ ფატალური შედეგის პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

დაავადების აღნიშნულ ფორმასთან ბრძოლა განსაკუთრებით რთულია, რადგან მისი გამოწვევი (plasmodium vivax) ადამიანის ღვიძლში შეიძლება წლების განმავლობაში დარჩეს და დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ მრავალჯერ გამოვლინდეს.

გარდა ამისა, ავადმყოფი, თავის მხრივ, საფრთხის მატარებელია, რადგან კოღო, რომელიც მას უკბენს დაავადებას კიდევ უფრო გაავრცელებს.

მედიკამენტ Tafenoquine-ის მთავარი ფუქციაც სწორედ ეს არის, გამოიყვანოს ღვიძლიდან და მთლიანად ადამიანის ორგანიზმიდან დაავადების გამომწვევი პარაზიტი.

მეცნიერები მედიკამენტ Tafenoquine-ის მალარიასთან ბრძოლის სფეროში ფენომენალურ გარღვევას უწოდებენ. ახლა თავად ქვეყნებმა და განსაკუთრებით იმ ქვეყნებმა, სადაც დაავადება განსაკურებით გავრცელებულია, თავად უნდა გადაწყვიტონ, გაუწევენ თუ არა მედიკამენტს რეკომენდაციას დაავადებულთა შორის.

წყარო: BBC

myquiz