მათი გარჩევა და დასახელება მხოლოდ 1%-ს შეუძლია - ქვეყნები, რომელთა დროშებიც ერთმანეთს ძალიან ჰგავს | Allnews.Ge

მათი გარჩევა და დასახელება მხოლოდ 1%-ს შეუძლია - ქვეყნები, რომელთა დროშებიც ერთმანეთს ძალიან ჰგავს

ეროვნული დროშა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა. ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი დროშა. თუმცა, არის ქვეყნები, რომელთა დროშების ერთმანეთისგან გარჩევა გაგიჭირდებათ. გთავზობთ ამის მაგალითებს:

ჩადი და რუმინეთი

არცერთი ორი ქვეყნის დროშები ისე არ ჰგავს ერთმანეთს, როგორც ჩადისა და რუმინეთის დროშები. მათი დიზაინი, ფერი და ზომა თითქმის იდენტურია. რუმინეთის დროშა 1861 წელსაა შექმნილი, ხოლო ჩადის დროშა 1959 წელს შეიქმნა, მაშინ, როდესაც ამ ქვეყანამ საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.

სენეგალი და მალი

ამ ორი ქვეყნის დროშას ერთი რამ განასხვავებს. ეს არის მწვანე ვარსკვლავი, რომელიც სენეგალის დროშის შუაშია.

ინდონეზია და მონაკო

ამ ორი ქვეყნის დროშაც თითქმის იდენტურია წითელი და თეთრი ჰორიზონტალური ზოლებით. თუმცა, ინდონეზიის დროშა ცოტა უფრო გრძელია. ორივე დღოშა ასეულობით წლების წინ არის შექმნილი.

ახალი ზელანდია და ავსტრალია

ამ ორი დროშის დიზაინი ერთნაირია. მათ განასხვავებთ დროშაზე დატანილი ვარსკვლავების ფერები და რაოდენობა.

ირლანდია და კოტ-დივუარი

ამ ორი დროშის ფერები ერთნაირია, თუმცა, მათ შორის განსხვავება ფერების განლაგებაშია.

ნორვეგია და ისლანდია

ამ ორი ქვეყნის დროშის ფერები და დიზაინი ერთი და იგივეა, განლაგებაა განსხვავებული. კერძოდ, ნორვეგიის დროშას წითელ ფონზე ლურჯი-თეთრი ჯვარი აქვს, ისლანდიისას კი, ლურჯ ფონზე თეთრი-წითელი ჯვარი.

ვენესუელა, ეკვადორი და კოლუმბია

ამ სამი ქვეყნის დროშების ფერებიც ერთი და იგივეა. მათ განასხვავებთ დროშაზე დატანილი სიმბოლიკები და ზოლების სისქე.

ლუქსემბურგი და ნიდერლანდები

ნიდერლანდებმა წითელი, თეთრი და ლურჯი ჰორიზონტალური ზოლებიანი დროშის გამოყენება მე-17 საუკუნის შუახანებში დაიწყო. მოგვიანებით მსგავსი დიზაინის დროშა ლუქსემბურგმაც შექმნა, თუმცა, აბოსულუტურად დამოუკიდებლად.

სლოვენია, რუსეთი და სლოვაკია

ამ სამი ქვეყნის დროშებიც ჰგავს ერთმანეთს. უბრალოდ, სლოვენიასა და სლოვაკეთს დროშაზე განსხვავებული სიმბოლიკები აქვს დატანილი, რუსეთის დროშა კი მხოლოდ სამფერიანია, სიმბოლიკის გარეშე.

myquiz