10 დაავადება, რომელიც ქალს უფრო ხშირად ემართება ვიდრე მამაკაცს | Allnews.Ge

10 დაავადება, რომელიც ქალს უფრო ხშირად ემართება ვიდრე მამაკაცს

ქალის სხეულს, ხშირ შემთხვევაში, გამაოგნებელი დატვირთვის გაძლება შეუძლია. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ქალის სხეულში ახალი ადამიანი იზრდება, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა ხანგრძლივ ცხოვრებაშიც დაამყარეს რეკორდი.

თუმცა იყო ქალი, ამასთანავე ნიშნავს, იყო მოწყვლადი კონკრეტული დაავადებების მიმართ.

გთავაზობთ რამდენიმე დაავადებას, რომელის წინაშე ქალი გაცილებით მოწყვლადია ვიდრე მამაკაცი.

1. შფოთვა

წუხილი ადამიანისთვის ჩვეულებრივი მომენტია. მაგრამ შფოთვითი აშლილობები, შესაძლოა, გამწვავდეს და თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უარყოფითად გამოიკვეთოს.

ცხოვრების განმავლობაში, ქალები შფოთვითი აშლილობის რისკის წინაშე მამაკაცებთან შედარებით 2-ჯერ უფრო ხშირად დგებიან. ეს მდგომარეობა, შესაძლოა, სერიოზულ პრობლემად გექცეთ თუმცა, რა თქმა უნდა, არის განსაზღვრული მკურნალობა, რომელიც მის დაძლევაში დაგეხმარებათ.

2. დეპრესია

ისევე, როგორც შფოთვითი აშლილობის დროს, ქალი ორჯერ უფრო მეტად არის დეპრესიის რისკის ქვეშ ვიდრე მამაკაცი.

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ არსებობს დეპრესიის გამომწვევი სუბიქტი, ქალის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როდესაც დეპრესიის რისკი იმატებს, მაგალითად, მენსტრუალური ციკლის, ორსულობის, მშობიარობის შემდგომ და მენოპაუზის პერიოდში. სტრესი, ოჯახური მდგომარეობა, ტკივილი, სამედიცინო პრობლემებიც შეიძლება, იქცეს გამომწვევ მიზეზად.

3. ოსტეოპოროზი

ოსტეოპორიზის დროს ძვლები სუსტდება და მოტიხილობის მაღალი ალბათობა ჩნდება. ასაკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორა - რაც უფრო დიდი ხარ, ოსტეოპოროზით დაავადების რისკი უფრო მაღალია. მაგრამ ასევე რისკ-ფაქტორია ის, რომ მდედროვითი სქესის წარმომადგენელი ხარ. დღეისთვის 10 მილიონ ამერიკელს აქვს ოსტეოპოროზი, მათი 80% კი, გასაკვირი არ იქება თუ ვიტყვი, რომ ქალია. დაავადება ქალებში უფრო მეტადაა გავრცელებული შემდეგი მიზეზების გამო: ქალს გაცილებით პატარა და ნაკლებად მკვრივი ძვლები აქვს; ქალი უფრო მეტ ძვლოვან მასას კარგავს მენოპაუზის დროს, როდესაც ესტროგენების დონე იკლებს და მესამე მიზეზი ის არის, რომ ქალი მამაკაცთან შედარებით უფრო დიდხანს ცოცხლობს, ხანგრძლივი ცხოვრება კი, თავის მხრივ, ოსტეოპოროზის რისკსაც ზრდის.

არის რამდენიმე საშუალება, რომლითაც ყველა ადამიანს შეუძლია ოსტეოპოროზის რისკის შემცირება - ამისთვის არ უნდა მოწიოთ და დალიოთ გადაჭარბებულად, უნდა ივარჯიშოთ, და დარწმუნდეთ, რომ საკმარისი ოდენობის კალცსა და D ვიტამინს იღებთ. თქვენი სხეული კალცს ჯანსაღი ძვლოვანი ქსოვილის მშენებლობაში იყენებს.

4. მკერდის კიბო

მკერდის კიბო შესაძლოა, მამამაკაცსაც გაუჩნდეს - თუმცა ამერიკული კიბოს ასოციაციის მიხედვით, ის 100-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება ქალებში.

დღეის მონაცემებით, ამერიკაში რისკი, რომ ქალს მკერდის კიბო აღმოაჩნდეს ცხოვრების განმავლობაში, უხეშად რომ ვთქვათ, 12%-ია.

არის გარკვეული რისკ-ფაქტორები, რომელთა კონტროლი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგალითად, ასაკის მატება ან მემკვიდრეობითი გენი, მაგრამ მაინც არის რაღაც, რითაც შეგვიძლია, საკუთარი თავი ვასარგებლოთ - ნაკლები ალკოჰოლი უნდა მივიღოთ და ფიზიკურად აქტიურები ვიყოთ.

5. ავტოიმუნური დაავადებები

დაახლოებით, 80 სხვადასხავა ავტოიმუნური დაავადება არსებობს, რომლის დროსაც სხეულის იმუნური სისტემა შეცდომით საკუთარი სხეულის ჯანსაღ უჯრედებს ესხმის თავს. ამერიკაში ავტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანთა 75% ქალია. ამ შემთხვევაში მეცნერები ჯერ კიდევ მუშაობენ იმის გასაგებად თუ რა იწვევს ამ გენდერულ დისბალანსს.

6. ინსულტი

არსებული მონაცემების თანახმად, ინსულტის შედეგად, უფრო მეტი ქალი იღუპება, ვიდრე მამაკაცი. ინსულტის გამომწვევი ზოგიერთი რისკ-ფაქტორი ყველასთვის ერთნაირია, მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის მაღალი დონე, გენეტიკა და მოწევა. თუმცა სხვა რისკ-ფაქტორების წინაშე მხოლოდ ქალები დგებიან: კონტრაცეპტივების მიღება, ორსულობა, მენოპაუზის დროს ჰორმონების ჩამნაცვლებელი თერაპია და შაკიკი, რომელიც, როგორც ვნახავთ, უფრო ხშირია ქალებში.

7. საშარდე სისტემის ინფექცია

მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერია იყო მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, თავად იმ ფაქტს, რომ ქალები 30-ჯერ მეტად არიან საშარდე სისტემის ინფექციის რისკის წინაშე, ეს არ ეხება. ერთ-ერთი მიზეზი საშარდე მილია, რომელიც ქალების შემთხვევაში გაცილებით მოკლეა, ვიდრე კაცების შემთხვევაში. ეს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას შარდის ბუშტში მოხვედრას უმარტივებს.

8. ქრონიკული გადაღლილობის სინდრომი

ქრონიკული გადაღლილობის სინდრომი ხანგრძლივი მდგომარეობაა, რომელსაც ძილთან დაკავშირებული პრობლემების, აზროვნებისა და კონცენტრაციის გართულების, ტკივილისა და თავბრუსხვევის გამოწვევა შეუძლია და საინტერესო ის არის, რომ დასვენების შემდეგაც კი გადაღლილობის განცდა არ იკლებს. ქალების შემთხვევაში 2-ჯერ ან 4-ჯერ უფრო ხშირად ხდება ქრონიკული გადაღლილობის სინდრომის დიაგნოზირება, ვიდრე მამაკაცებში.

9. შაკიკი

შაკიკი ხშირ და ძლიერ თავის ტკივილში გამოიხატება. მას ხშირად თან ერთვის ღებინების შეგრძნება, ღებინება, სინათლისა და ხმაურისადმი მგრძნობელობის ამაღლება და მხედველობის ცვლილება. შაკიკი 30 მილიონზე მეტ ამერიკელს აქვს, მათ შორის, სამჯერ მეტ ქალს, ვიდრე მამაკაცს. შაკიკის გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გამოკვლეული, თუმცა ზოგიერთ ქალში ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება, გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი.

10. ტრიხოტილომანია

ადამიანები, ვინც ტრიხოტილომანიით არიან დაავადებულები, საკუთარ თმებს გამუდმებით იგლეჯენ. ეს დაავადება გოგოებსა და ბიჭებში თითქმის ერთნაირი სიხშირით იჩენს თავს, თუმცა ზრდასრულებში დაფიქსირებული შმთხვევეიდან 90% ქალებზე მოდის.

myquiz