მეცნიერებმა ხელოვნური სისხლი შექმნეს, რომელსაც ჟანგბადის გადატანაც შეუძლია | Allnews.Ge

მეცნიერებმა ხელოვნური სისხლი შექმნეს, რომელსაც ჟანგბადის გადატანაც შეუძლია

ადამიანს შეუძლია, რამდენიმე დღე იცოცხლოს საკვებისა და წყლის გარეშეც კი, მაგრამ სისხლის სერიოზული რაოდენობის დაკარგვის შემთხვევაში, ყველაფერი საათებსა და წუთებზე ხდება დამოკიდებული. სისხლის შემცვლელ ხსნარებს დახმარების გაწევა ყოველთვის არ შეუძლიათ, უმეტესი მათგანი ხომ, როგორც წესი, დაკარგული სისხლის მოცულობას ავსებს, თუმცა ამავდროულად, მათ არ შეუძლიათ სისხლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციის - ჟანგბადის გადატანის შეთავსება.

სისხლის გადასხმაც ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის. სწორედ მსგავსი შემთხვევებისთვის, ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა შექნეს Erythromer - ადამიანის სისხლის სინთეტიკური ანალოგი, რომელსაც 2 დღე-ღამის განმავლობაში ჟანგბადის გადატანა შეუძლია.

გამოგონების შესახებ Engadget-ის რედაქცია იუწყება. როგორც თავად შემქმნელები ამბობენ, Erythromer-ი ადამიანის სისხლის შემცვლელი არ არის, არამედ სისხლის მოცულობის შევსების დროებითი საშუალებაა, რომელიც ჟანგბადის გადატანისა და სხეულის ყველა უჯრედამდე მიტანის ფუნქციას აღადგენს.

დღეს მსგავსი სახის ბევრი ნივთიერება არსებობს, თუმცა ამ ნივთიერებებს ასევე ძალიან ბევრი უკუჩვენებები აქვს, დაწყებული ალერგიული რეაქციიდან, ინტოქსიკაციიდან და ქსოვილის დაზიანებიდანაც კი.

myquiz