ჩინეთში სმარტფონებზე დამოკიდებული მოქალაქეებისთვის ტროტუარზე ცალკე ბილიკი გააკეთეს | Allnews.Ge

ჩინეთში სმარტფონებზე დამოკიდებული მოქალაქეებისთვის ტროტუარზე ცალკე ბილიკი გააკეთეს

ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე შენსის პროვინციის ქალაქ სიანის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთ-ერთ ტროტუარზე სპეციალური ბილიკი გამოყო მათთვის, ვინც ქუჩაში გადაადგილებისას გამუდმებით სმარტფონის ეკრანს უყურებს.

ადგილობრივი გამოცემის ცნობით, ახალი ბილიკი წითელ, მწვანე და ცისფერ ფერებშია შეღებილი. მისი სიგანე 80 სანტიმეტრია, სიგრძე კი 100 მეტრი. მასზე ასევე სმარტფონის გამოსახულებაა დახატული, რათა ყველასთვის თავიდანვე ცხადი იყოს, რომ ეს ჩვეულებრივი ტროტუარი არ არის.

ადგილობრივი სავაჭრო ცენტრი, რომლის კარიც ამ ტროტუარზე გამოდის, უკვე დიდი ხანია ადგილობრივ ხელისუფლლებას სმარტფონებზე დამოკიდებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც არც სხვა ფეხით მოსიარულეებსა და არც საგზაო მოძრაობას არ აქცევენ ყურადღებას, ამ ადგილას სპეციალური გზის გაკეთებას სთხოვს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მცხოვრებლები სიახლით კმაყოფილები არიან. ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები ამბობს, რომ მსგავსი რამ ცხოვრებაში არასდროს უნახავს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს არც ისე ცუდი იდეაა.

myquiz