რამდენ საათს ატარებენ მძღოლები საცობებში? – Inrix-ის კვლევა | Allnews.Ge

რამდენ საათს ატარებენ მძღოლები საცობებში? – Inrix-ის კვლევა

საცობები ყველა დიდი ქალაქის ერთ-ერთ მოუგვარებელ პრობლემად იქცა. მათ შორის არის თბილისიც, სადაც ავტომობილების რაოდენობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. პიკის საათებში საცობები გვხდება დედაქალაქის თითქმის ყველა ცენტრალურ ადგილას. თუმცა, მსოფლიოს უფრო დიდ ქალაქებში საცობები გაცილებით უფრო მტკივნეული პრობლემაა.

კომპანია Inrix-მა შეისწავლა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის გზებზე შექმნილი სიტუცია და დათვალა, თუ რამდენ დროს ატარებენ მძღოლები საცობებში მსოფლიოს უმსხვილეს ქალაქებში.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში, მძღოლები საცობებში წელიწადში საშუალოდ 100-მდე საათს ატარებენ.

როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ცუდი სიტუაცია ლოს-ანჯელესშია შექმნილი, სადაც ავტომობილების მძღოლები საცობებში წელიწადში 102 საათს ატარებენ.

საფრთხეები, რომლებსაც ჩვენს ჯანმრთელობას საცობი უქმნის

მეორე, ყველაზე გადატვირთული ქალაქი კი მოსკოვია, სადაც მძღოლები დროის 26%-ს (91 საათი წელიწადში) საცობებში ატარებენ.

მესამე ადგილზე ნიუ-იორკი აღმოჩნდა, სადაც წელიწადში მძღოლების მიერ საცობებში გატარებული დრო 91 საათს შეადგენს.

ბრაზილიურ სან-პაულუში საცობებს მძღოლების თავისუფალი დროის 22% (წელიწადში 86 საათი) მიაქვს.

კოლუმბიის ქალაქ ბოგოტაში კი მძღოლები საცობებში საკუთარი დროის 30 პროცენტს ატარებენ. პრობლემატურია სიტუაციაა სან-ფრანცისკოშიც, სადაც ავტომობილების ჭარბი რაოდენობის გამო მძღოლები საცობებზე წელიწადში 79 საათს ხარჯავენ.

მეშვიდე ადგილზე გავიდა ლონდონი - ევროპის სიდიდით მეორე ქალაქი, რომელშიც მძღოლები საცობებზე წელიწადში 74 საათს ხარჯავენ.

რომელი ტრანსპორტით მგზავრობენ თბილისელები და მოსახლეობის რამდენი პროცენტი ხვდება საცობში ყოველდღე

myquiz