5 ცუდი ჩვევა, რომელიც სინამდვილეში კარგია | Allnews.Ge

5 ცუდი ჩვევა, რომელიც სინამდვილეში კარგია

სოციალური მედიის აქტიური გამოტენება, ყავის ხშირი სმა და საუზმის გამოტოვება ცუდ ჩვევებად მიიჩნევა, თუმცა, როგორც Business Insider-ი წერს, არსებობს არაერთი კვლევა ცუდი ჩვევების გასამართლებლად და იმის დასადასტურებლად, რომ სინამდვილეში ეს ჩვევები სასარგებლოა.

წარმოგიდგენთ 5 "ცუდ ჩვევას", რომელიც მეცნიერების თქმით, სინამდვილეში სასარგებლო და ჯანსაღია.

საუზმის გამოტოვება

მეცნიერეთა მტკიცებით, მრავალწლიანი მცდარი წარმოდგენის მიუხედავად, საუზმე სავალდებულო არ არის.

ერთ დროს ასევე გავრცელებული მოსაზრება იყო, რომ საუზმის გამოტოვება წონაში მატებას უწყობს ხელს. თუმცა უკანასკნელ პერიოდში ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ საწინააღმდეგო დაადგინა, რომ საუზმის განგებ ან შემთხვევით გამოტოვება, შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს

რეალურად წონის კლებაში დაეხმაროს.

ჭამისგან თავის შეკავების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა საჭმელს 16 საათის განმავლობაში უნდა აარიდოს თავი და 8 საათის განმავლობაში იკვებოს. რაც ამ გეგმის დაცვის მსურველებს აიძულებს უკანასკნელად საღამოს 8 საათზე ჭამონ და დილით საუზმე გამოტოვონ.

მასშტაბურმა კვლევებმა აჩვენა, რომ კვების მსგავსი განრიგი ისეთივე საიმედოა წონის კლების თვალსაზრისით, როგორც ტრადიციული დიეტა. ცხოველებზე ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ ამ განრიგის რამდენიმე ისეთი სარგებელიც გამოავლინა, როგორიც სიმსივნის გარკვეული სახეობის წარმოშობის რისკის შემცირება და სიცოცხლის გახანგრძლივებაა, თუმცა ამ კვლევის ნამდვილობაში რომ დარწმუნდნენ, მეცნიერებმა ის ადამიანებზე კიდევ ერთხელ უნდა ჩაატარონ.

ყავის დალევა

კალიფორნიელი მოსამართლის 2018 წლის მარტში გამოტანილი გადაწყვეტილების თანახმად, "სტარბაქსსა" და ყავის ნებისმიერ სხვა კომპანიას ევალებათ პროდუქციაზე კიბოს წარმოშობის რისკის შესახებ გაფრთხილება დაატანონ.

მიუხედავად ამ შემაშფოთებელი განცხადებისა, არსებობს ვრცელი მეცნიერული კვლევა ყავასთან დაკავშირებით, რომელიც მოწმობს, რომ რეგულარულად ერთი ფინჯანი ყავის დალევა ამცირებს კიბოს რისკს და ჯანმრთელობის მხრივ სხვა სარგებელიც აქვს, მაგალითად, გვიცავს დიაბეტისგან და გულის მუშაობას აუმჯობესებს.

სოციალური მედიის გამოყენება

სოციალური მედიის ხშირი გამოყენება და ეკრანთან დიდი დროის გატარება, არსებული წარმოდგენით, ცუდია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თუმცა, ამ ფენომენზე არსებული ბევრი კვლევა ცუდად ჩატარებული მოკვლევით და სუსტი მეცნიერული არგუმენტებით ხასიათდებოდა.

მტკიცებულებათა დიდი უმეტესობა ადასტურებს, რომ ჩვენი სმარტფონები ასე ცალსახად მავნებელი არ არის.

გასულ წელს ჟურნალ Psychological Science-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რომელიც ეკრანთან გატარებული დროის ეფექტს იკვლევდა, 120 ათასზე მეტი ბრიტანელი მოზარდების მაგალითზე, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სოციალური მედიის გამოყენება თინეიჯერების  უმრავლესობისთვის მავნებელი არ იყო. უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში ის სასარგებლოც კი იყო, რომ მოზარდებს კავშირი და ემოციური თანაგრძნობა მიეღოთ თანატოლებისგან.

ენერგეტიკული სასმელის მიღება

შესაძლოა, თქვენც დაგიჭერიათ კრიტიკით სავსე მზერა, როდესაც თუნდაც თანატოლების წრეში ენერგეტიკული სასმელის გახსნა დაგიწყიათ. შესაძლოა, მათ გამოუთქვამთ უკმაყოფილება იმის გამო, რომ ბევრ ქიმიურ ნივთიერებას მოიხმართ და რომ ეს ნივთიერება საბოლოოდ მოგკლავთ.

სიმართლე კი ის არის, რომ მაგალითად, ენერგეტიკული სასმელი, განსაკუთრებით კი მისი უშაქრო ვერსია, ასეთი საშინელიც არ არის ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თუ გავითვასლიწინებთ, რომ ის მხოლოდ 10 კალორიას შეიცავს და შაქრის შემცველობა მინიმალურია, ამასთანავე, მასში მხოლოდ 80 მილიგრამი კოფეინია, რაც სამჯერ ნაკლებია ვიდრე ერთ ჭიკა "სტარბაქსში". რაც შეეხება სხვა ინგრედიენტებს, რომელიც B ვიტამინისა და ტაურინის სახელით არის, ცნობილი მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ორივე მათგანი უვნებელია.

შეტყობინებების ხმის ჩართულ მდგომარეობაში დატოვება

Google-მა უკანასკნელ კონფერენციაზე წარმოადგინა ახალი ფუნქციები. ერთ-ერთი მათგანი იყო ახალი ფუნქცია, რომელიც შეტყობინებების მარტივად ბლოკირების შესაძლებლობას იძლეოდა, რაც ბევრი ადამიანის მტკიცებით, მათ შფოთვასა და პროდუქტიულობის დაქვეითებას იწვევდა.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ შეტყობინებების დაბლოკვა თავს უკეთ გვაგრძნობინებს. სინამდვილეში, როდესაც მკვლევარები შეეცადნენ შფოთვის პრობლემა შეტყობინებების ხმის სრული ჩახშობით მოეგვარებინათ, კვლევაში მონაწილე ადამიანებში გაცილებით მაღალი სტრესული ფონი დააფიქსირეს და არა ნაკლები.

myquiz