აუდიოლოგის განმარტება ვირუსულ ვიდეოზე, რომელშიც ზოგს Yanny, ზოგს კიდევ Laurel ესმის | Allnews.Ge

აუდიოლოგის განმარტება ვირუსულ ვიდეოზე, რომელშიც ზოგს Yanny, ზოგს კიდევ Laurel ესმის

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა და საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება მიიქცია აუდიოჩანაწერმა. ამ აუდიოჩანაწერის უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ მსმენელთა ნაწილს წარმოთქმული სიტყვა ესმის, როგორც "Yanny" ნაწილს კი "Laurel". აუდიოჩანაწერმა სოციალური ქსელის მომხმარებლებში ისეთი აქტიური დებატები გამოიწვია, როგორიც 2015 წელს კაბის ფერთან დაკავშირებით იყო, რომელსაც ადამიანების ერთი ნაწილი აღიქვამდა ლურჯად, ნაწილი კი ოქროსფრად.

"ყველაფერი ტვინზეა დამოკიდებული" - განმარტავს აუდიოლოგი კევინ ფრანკი, - "ფაქტი, რომ ზოგიერთი ტვინი საგანს ასე აღიქვამს, ზოგი კი ისე, იმის დასტურია, რომ ჩვენ განსხვავებულად აღვიქვამთ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე".

კევინ ფრანკის თქმით, Yanny და Laurel-ის ირგვლივ არსებული დისკუსია, სავარაუდოდ, მთელ რიგ კოგნიტურ პროცესებს ეხება, რომელსაც ტვინი ხმისთვის მნიშვნელობის მისანიჭებლად იყენებს, თუმცა აუდიოლოგმა აღნიშნა, რომ მან არ იცის ამ შემთხვევაში როგორ არის შექმნილი აღნიშნული ფაილი.

პირველი, რაც უნდა გავიგოთ, აღნიშნავს, ფრენკი, არის ის, რომ სალაპარაკო ენა შედარებით თვითნებურ ბარიერებს აწესებს ხმის ირგვლივ, რათა მას განსხვავებული მნიშვნელობა მიანიჭოს. ეს ბარიერები, შესაძლოა, რადიკალური ან უმნიშვნელო იყოს თითოეული ჩვენგანისთვის, ეს კი ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორიც ჩვენი მშობლიური ენა, დიალექტი, ადგილია, სადაც გავიზარდეთ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მინიმალურია ეს განსხვავებები, შედეგად, შესაძლოა, სხვადასხვა ადამიანმა განსხვავებული რაღაცები გაიგოს.

Yanny და Laurel-ის ექსპერიმენტი, სავარაუდოდ, ამ კოგნიტურ ტენდენციას იყენებს და ტვინს სასურველი ბანაკის არჩევას აიძულებს - განმარტავს ფრანკი და აღნიშნავს, რომ ჩანაწერი, სავარაუდოდ, "პერცეპტუალურ საზღვარზე" არსებობს, რაც ტვინს აიძულებს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება, რა სიტყვა ესმის.

"ტვინი ისეა მოწყობილი, რომ არეული, გაუგებარი სიგნალები მნიშვნელობის მქონე სიტყვებად აქციოს"- ამბობს აუდიოლოგი.

ამ პროცესში გარეგან ფაქტრებსაც შეიძლება, ჰქონდეს მნიშვნელობა. აუდიოლოგის თქმით, რომელმაც, სხვათა შორის, ამ ჩანაწერის მოსმენისას Yanny გაიგო, ამბობს, რომ ყველაფერი დაწყებულია იქიდან თუ რამდენად კარგი სმენა გაქვთ და დასრულებული კომპიუტერითა და ყურსასმენებით, რომელთა დახმარებითაც ხმას ისმენთ, გავლენას ახდენს მის ინეტერპრეტაციაზე.

myquiz