ქალების მიერ დაწერილი წიგნები 45%-ით იაფი ღირს, ვიდრე მამაკაცების | Allnews.Ge

ქალების მიერ დაწერილი წიგნები 45%-ით იაფი ღირს, ვიდრე მამაკაცების

ქალების მიერ დაწერილი წიგნები 45%-ით უფრო იაფი ღირს, ვიდრე მამაკაცების მიერ დაწერილი წიგნები - აღნიშნულ დასკვნამდე 2 მილიონი წიგნისა და მათი ფასების შესწავლისას მივიდნენ. საინტერესოა მიზეზი, რის გამოც მდედრობითი სქესის მწერლების მიერ დაწერილი წიგნები უფრო იაფია, ვიდრე მამაკაცების მიერ შექმნილი ნაწარმოებები. მკვლევარებმა ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ის გამოყვეს, რომ იმ ჟანრის ნაწარმოებები, რომლებზეც ძირითადად ქალი მწერლები მუშაობენ, ნაკლებად იყიდება. მაგალითად, მდედრობითი სქესის მწერლები უპირატესობას რომანებს ანიჭებენ და არა მეცნიერებას.

ამ განსხვავებას ყურადღება რომც არ მივაქციოთ მაინც ქალების მიერ დაწერილი წიგნები 9%-ით იაფია. აღნიშნული სხვაობა სპეკულაციებისა და იმის თქმის საბაბი გახდა, რომ გამომცემლები სექსისტები არიან. თუმცა არსებობს მეოერე მოსაზრებაც, რომ მამაკეცების მიერ გამოშვებული ნაწარმოებები უნივერსალურად მიმზიდველია, რადგან იმ წიგნების შემთხვევაშიც კი, რომელსაც თავად მწერლები გამოსცემენ და ღირებულებასაც თავად აწესებენ, ფასებს შორის სხვაობა მაინც შეინიშნება.

myquiz