5 შეცდომა, რომლებსაც ჯანსაღი კვების მიმდივრები უშვებენ | Allnews.Ge

5 შეცდომა, რომლებსაც ჯანსაღი კვების მიმდივრები უშვებენ

ყველგან და ყოველთვის წაიხემსეთ ნიგვზით და ჩირით - თხილისა და ჩირის პაკეტებს დღეს, ხშირად ნახავთ იმ ადამიანების ნივთებში, ვისაც გახდომა სურს ან ჯანმრთელობას აქცევს ყურადღებას. თავისთავად ჩირი ძალიან სასარგებლოა და შედის მსოფლიო დიეტოლოგთა რეკომენდაციებში. ის მდიდარია მაგნიუმითა და კალიუმით, რომლებიც აუცილებელია კუნთებისა და გულის სწორი რითმისთვის. ნიგოზი და თხილი ცნობილია, როგორც მცენარეული ცხიმებისა და პროტეინის წყარო. თუმცა, შეცდომაა მათი გადაჭარბებული რაოდენობით მიღება. ვიზუალურად პორციები არც თუ ისე დიდია, თუმცა მაღალი კალორიულობა აქვს, რაც გახდომას ხელს ნამდვილად არ უწყობს.

გამოშრობის შემდეგ

გარგარში, ქლიავში, ლეღვში და სხვა ხილში იზრდება შაქრის კონცენტრაცია. ცხიმიან ნიგოზთან ერთად მიღებისას, მსუბუქი წახემსება აღარ გამოდის. სიმაძღრის გრძნობას უფრო მეტად ნოგვზის ახალ ხილთან კომბინაცია მოგვცემს. ჩირი, ხილის არარსებობისას, მკაცრად განსაზღვრულ პორციად უნდა გამოვიყენოთ ტკბილეულის ან შაქრის ჩასანაცვლებლად ფაფებში, ხაჭოში.

წვენები

მწიფე ხილიდან გამოწურული - გემრიელი და სასარგებლოა ვაშლის, ფორთოხლის, ალუბლის წვენები. თუმცა, გაწურვისას იკარგება ხილის მნიშვნელოვანი შემადგენელი - უჯრედისი. მაგალითად, ტკბილი ბანანის მირთმევისას, ის ამუხრუჭებს ნახშირწყლების გამოთავისუფლებას. ამიტომ გლუკოზის დონე სწრაფად არ მატულობს. ეს მექანიზმი ბუნებისგანაა შექმნილი, რის შედეგადაც ხილი, მიუხედავად ნახშირწყლების დიდი შემცველობისა, სასარგებლოა. წვენში კი რჩება მხოლოდ წყალი და შაქარი, რომელიც სისხლში მომენტალურად იწოვება და ორგანიზმზე გლიკემიური დატვირთვა იზრდება. ხანგრძლივ პერსპექტივაში ამან შეიძლება გამოიწვიოს სხეულის მასის ინდექსის გაზრდა და დიაბეტის განვითარება.

პროდუქტში სელის თესლის დამატება

მას უმატებენ იოგურტებში, სალათებში, პურის ცხობისას. სელის თესლი მართლაც სასარგებლოა, მასში ბევრია უჯრედისი, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, ანტიოქსიდანტი ლიგნანები. კვლევებით დასტურდება, რომ საკვებში სელის თესლის დამატება აუმჯობესებს ლიპიდურ პროფილს, ანუ აწესრიგებს "კარგი" და "ცუდი" ქოლესტერინის დონეს და ამცირებს სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკს. თუმცა ბევრი ამ პროდუქტს არასწორად იყენებს და არ ითვალისწინებს უკუჩვენებებს.

მხოლოდ უცხიმო რძის პროდუქტების მიღება

ბევრი დარწმუნებულია, რომ ცხიმიანი ხაჭო ზრდის ზედმეტი კილოგრამების დაგროვებისა და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს, ამიტომ არჩევენ 0%-იანს. ასეთი პროდუქტების რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება ნაღვლის ბუშტის მუშაობის დარღვევა გამოიწვიოს, იწვევს რა ნაღვლის შეგუბებასა და კენჭის წარმოქმნას. რაც შეეხება გახდომას, უცხიმო პროდუქტის იმედად ყოფნა არ ღირს. წონის მატების მექანიზმი რთულია და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: კვების ზოგად რეჟიმზე, ფიზიკურ აქტივობაზე, ინდივიდუალურ და ნივთიერებათა ცვლის თავისებურებებზე. რეკომენდებულია ნაკლებად ცხიმიანი 2–7% პროდუქტების მიღება. ეს სრულიად საკმარისია A, E, D და K ვიტამინების ასათვისებლად, რომელთა მიღებაც ორგანიზმს მხოლოდ ცხიმების არსებობის პირობებში შეუძლია. გარდა ამისა, ასეთ პროდუქტს უფრო კარგი გემო აქვს და დანაყრების გრძნობას იწვევს.

ჯერადი კვების სარგებლობა

myquiz