დისმორფოფობია - XXI საუკუნის შავი ჭირი? | Allnews.Ge

დისმორფოფობია - XXI საუკუნის შავი ჭირი?

ფსიქოლოგები განგაშს ტეხენ: სულ უფრო მეტი პაციენტი აფასებს არაადეკვატურად თავის გარეგნობას და ათასგვარ ნაკლოვანებას უძებნის. ვარსკვლავებიც კი, რომელთა იმიჯით საუკეთესო პროფესიონალები არიან დაკავებული, მიდრეკილი არიან კრიტიკულად შეაფასონ საკუთარი მონაცემები. საბედნიეროდ, ეს იკურნება. დისმორფოფობია მოდური დაავადებაა, რომელიც მთელ ქვეყნიერებაზე სწრაფად ვრცელდება. ამ ფსიქიკური აშლილობით დაავადებული ადამიანები მეტისმეტად არიან შეწუხებული თავიანთი გარეგნობის უმნიშვნელო დეფექტით. ეს ფობია ძირითადად მოზარდობის ასაკში ვითარდება და 30 წლისთვის "დაზარალებული" ან ქირურგიულად ერევა საკუთარ გარეგნობაში, ან ფსიქოლოგის დახმარებით იკურნება.

ამერიკელ ჰაიდი მონტაგს უამრავი პრეტენზია ჰქონდა საკუთარი გარეგნობის მიმართ. გადაიკეთა მკერდი, ცხვირი, ტუჩები, წარბები, ნიკაპი, თუმცა საკუთარი თავი მაინც არ მოსწონს. არასდროს ყოფილა საძაგელი იხვის ჭუკი, თუმცა ამბობს, რომ დედა არ აქებდა და ბიჭები ყურადღებას არ აქცევდნენ. ათი პლასტიკური ოპერაციის მერე ეწვია წარმატება. მაგრამ ამბობს, რომ კვლავ უკმაყოფილოა და არ გამორიცხავს, კიდევ მიმართოს პლასტიკურ ქირურგს. ფსიქოლოგები კი ურჩევენ, ქირურგებამდე ფსიქოანალიტიკოსებთან ჩაეწეროს ვიზიტზე.

სარკეში საკუთარი ანარეკლის არ სჯერა კელი ოსბორნსაც: "როცა მეუბნებიან, როგორი გამხდარი ხარ ახლა, მინდა ყველას ვუპასუხო: "რა სისულელეს ამბობთ?! სად ხედავთ სიგამხდრეს? კარგი ნაკვები ვარ!" მიუხედავად იმისა, რომ წელიც გამოეკვეთა და 46 ზომა ტანისამოსს ატარებს, მაინც არ სჯერა საკუთარი თავის. ეს ალბათ ბავშვობის კომპლექსებია - დედამისი შერონი გამუდმებით რაღაცის გადაკეთებით იყო დაკავებული, საკუთარ გარეგნობაში. შოუბიზნესში აღმოჩენილმა კელიმ დაადგინა, რომ მისი პარამეტრები არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს და სიგამხდრისკენ მიმავალი ხანგრძლივი გზა დაიწყო. მთავარია, მეტისმეტად შორს არ წავიდეს. იხილეთ ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავები, ვისაც ეს ცნობილი სენი აწუხებს

myquiz