მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებები | Allnews.Ge

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებები

კიბო მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი რიგით მეორე მიზეზია. 2015 წლის მონაცემების მიხედვით, დაავადება 8,8 მილიონი ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი. რაც იმას ნიშნავს რომ მსოფლიოში გარდაცვალების ყოველი 6 შემთხვევიდან 1 კიბოს მიერ არის გამოწვეული. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

სიმსივნური დაავადების მიერ გამოწვეული ფატალური შემთხვევების 70% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, კიბოთი გარდაცვალების ფაქტების 1/3 ისეთ ფაქტორებსა და ცხოვრების წესს უკავშირდება, როგორიც ჭარბწონიანობა, ხილისა და ბოსტნეულის მიღების დაბალი მაჩვენებელი, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებაა.

მოწევა სიმსივნური დაავადებების გამომწვევი ყველაზე მაღალი რისკაფაქტორია და კიბოთი გარდაცვალების ფაქტების 22%-ზეა პასუხისმგებელი.
კიბოს გამოწვევი ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიც ჰეპატიტი და ადამიანის პაპილომა ვირუსია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში სიმსივნური დაავადებების 25%-ს იწვევს.

რა იწვევს ფილტვის სიმსივნეს, რომელიც სიკვდილიანობის მიხედვით სიმსივნეებს შორის პირველ ადგილზეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, პრობლემურია ის ფაქტი, რომ სიმსივნური დაავადებების გვიანი დიაგნოსტიკა და არასწორი მკურნალობა საკმაოდ ხშირია. ორგანიზაციის განმარტებით, კიბო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. მხოლოდ 2010 წელს სიმსივნური დაავადებების ეკონომიკურმა ღირებულებამ დაახლოებით 1,16 ტრილიონი ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს მსოფლიოში 14,1 მილიონი კიბოს ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის ყველაზე ხშირად ფილტვების, მკერდის, ნაწლავისა და პროსტატის კიბო გამოვლინდა.

სიმსივნური დაავადებების კვლევის გაერთიანებული სამფოს ცენტრის ინფორმაციით, ფილტვების კიბო განსაკუთრებით გავრცელებულია მამაკაცებში. მამრობითი სქესის ადამიანების დიაგნოსტირებისას სიმსივნის აღმოჩენის ყოველი 10 შემთხვევიდან 1-ზე მეტი შემთხვევა ფილტვების კიბოზე მოდის. დადგენილია, რომ 2030 წლამდე ყოველ წელს 23,6 მილიონი კიბოს ახალი შემთხვევა დაფიქსირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, გლობალურად ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებები, რომლებიც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელით გამოირჩევიან არის:

ფილტვის კიბო (გარდაცვალების 1,69 მილიონი შემთხვევა)

ღვიძლის კიბო (გარდაცვალების 788 000 შემთხვევა)

ნაწლავის კიბო (გარდაცვალების 774 000 შემთხვევა)

კუჭის კიბო (გარდაცვალების 754 000 შემთხვევა)

მკერდის კიბო (გარდაცვალების 571 000 შემთხვევა)

რისკი, რომ ადამიანს კიბო განუვითარდეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ასაკზე, გენეტიკასა და იმაზე თუ რამდენად კიბოს გამომწვევი რისკ ფაქტორების შემცველი ცხოვრების წესი.

myquiz