მეცნიერებმა "ირმის ნახტომის" ცენტრში 10 000 შავი ხვრელი აღამოაჩინეს | Allnews.Ge

მეცნიერებმა "ირმის ნახტომის" ცენტრში 10 000 შავი ხვრელი აღამოაჩინეს

მეცნიერებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში დამალული ათასობით შავი ხვრელი იპოვეს. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენს სიახლოვეს, დაახლოებით, 10 000 გიგანტური შავი ხვრელი იმალებოდა, თუმცა აქამდე მათი დანახვა არ შეგვეძლო.

მეცნიერები დიდი ხნის განმავლობში ვარაუდობდნენ, რომ ირმის ნახტომში არსებული უზარმაზარი შავი ხვრელის ირგვლივ, შესაძლოა, მცირე ზომის შავი ხვრელები ყოფილიყო, თუმდცა მათი ბუნებიდან გამომდინარე, ამ შავი ხვრელების დანახვა რთულია, ამიტომ აღნიშნული თეორია ამ დრომდე არ იყო დადასტურებული.

ამჟამად, მეცნიერებს მიეცათ შესაძლებლობა, მცირე ზომის შავი ხვრელების ნაკვალევი დაეფიქსირებინათ.

კოლუმბიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსის, ჩაკ ჰეილის თქმით, ამ აღმოჩენამ მთავარი თეორია დაადასტურა და ამას მნიშნელოვანი შედეგი ექნება.

"ეს არმოჩენა მნიშვნელოვნად წასწევს წინ გრავიტაციის ტალღების კვლევას, რადგან გალაქტიკის ცენტრში არსებული შავი ხვრელების რაოდენობის ცოდნა დაგვეხმარება იმის განსაზღვრში, რამდენი გრავიტაციული ტალღა შეიძლება, იყოს მათთან დაკავშირეული"- განმარტა მეცნიერმა.

ირმის ნახტომის ცენტრში არსებული შავი ხვრელის მასა მზის მასას 4 მილიონჯერ აღემატება და დედამიწიდან 26 ათასი სინათლის წელიწადით არის დაშორებული.

myquiz