ჩინური კოსმოსური სადგურის ნაწილები წყნარ ოკეანეში ჩაცვივდა | Allnews.Ge

ჩინური კოსმოსური სადგურის ნაწილები წყნარ ოკეანეში ჩაცვივდა

ჩინური კოსმოსური სადგური Tiangong-1 დედამიწის ატმოსფეროში შემოვიდა. ის წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში ჩავარდა. ჩინური და ამერიკული ანგარიშების თანახმად, კოსმოსური სადგურის დიდი ნაწილი დედამიწის ატმოსფეროს მყარ ფენებში შემოსვლისას დაიშალა.

ასტროფიზიკის ჰარვარდ- სმიტსონის ცენტრის ასტრონომმა ჯონათან მაკდოველმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კოსმოსური სადგურის ნაწილები კუნძულ ტაიტის ჩრდილო-დასავლეთით ჩავარდა. აღსანიშნავია, რომ ექსპერტებს გაუჭირდათ იმის დადგენა, დედამიწის რა ნაწილში შემოვიდოდა Tiangong-1 ატმოსფეროში. კოსმოსური სადგურის ჩამოვარდნამდე ცოტა ხნiთ ადრე ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ შეცდომით ივარაუდა, რომ ის ბრაზილiაში სან-პაულუს სიახლოვეს ჩამოვარდებოდა.

ექსპერტები ამბობდნენ, რომ შანსი, რომ კოსმოსური სადგურის ნაწილები ადამიანს დასცემოდა 10 მილიონჯერ ნაკლები იყო, ვიდრე იმის შანსი, რომ მას მეხი დასცემოდა.

Tiangong-1-ის კოსმოსში გაშვება ჩინეთის ამბიციური კოსმოსური პროგრამის ნაწილი იყო. ჩინეთმა "ზეციური სასახლე" კოსმოსში 2011 წლის 29 სექტემბერს გაუშვა, თუმცა, მან 2016 წლის მარტის დასასრულისთვის ფუნქციონირება სრულად შეწყვიტა.

თავდაპირველად, მოსალოდნელი იყო, რომ კოსმოსური სადგური Tiangong-1 დედამიწის ატმოსფეროში 2017 წლის დასასრულისთვის დაიწვებოდა, თუმცა უკანასკნელმა პროგნოზებმა აჩვენა, რომ კოსმოსური სადგური არსებობას 2018 წლის გაზაფხულზე შეწყვეტდა.