რისგან უნდა შედგებოდეს ბავშვის საუზმე? – წაიკითხეთ UNICEF-ის რეკომენდაციები | Allnews.Ge

რისგან უნდა შედგებოდეს ბავშვის საუზმე? – წაიკითხეთ UNICEF-ის რეკომენდაციები

ბავშვებს, ისევე როგორც მოზარდებს სჭირდებათ საუზმე ყოველდღე. საუზმე მნიშვნელოვანია მცირეწლოვნის განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის.

UNICEF-ს ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით სპეციალური რეკომენდაციებიც აქვს შემუშავებული, რომელშიც ვკითხულობთ:

საუზმის გამოტოვება შეიძლება უარყოფითად აისახოს ბავშვების კოგნიტიურ ფუნქციაზე, აკადემიურ მოსწრებაზე, ფსიქო-სოციალურ ფუნქციასა და გუნება-განწყობაზე.

კვლევებით დადგინდა, რომ საუზმის გამოტოვებით ყალიბდება ნაკლებად სასარგებლო კვებითი ჩვევები, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს არაჯანსაღი საკვების მიღებას და სიმსუქნეს.

UNICEF-ის რეკომენდაციაა, რომ საუზმის რეგულარული მიღების ხელშესაწყობად მშობლებმა და მომვლელებმაც ისაუზმონ ხოლმე.

მაინც რისგან უნდა შედგებოდეს ბავშვის საუზმე?

საუზმე შედეგება მინიმუმ ერთი სასმელისგან + სამი ძირითადი ელემენტისგან:

ა) მარცვლოვანი (პური, ორცხობილა, მარცვლეულის ფანტელები და სხვა)

ბ) რძის ნაწარმი (რძე, ყველი, იოგურტი და სხვა)

გ) ხილი (უმი ხილი, ხილის წვენი, დაუმტკბარი კომპოტი, ხილის პიურე და სხვა)

ამასთან, 2 წლის ასაკის ზემოთ ბავშვი საუზმისას რძის ნაწარმის საშუალებით მინიმუმ 100 მგ კალციუმს უნდა იღებდეს. როგორც UNICEF-ის პუბლიკაციაში წერია, საჭიროების და სურვილის მიხედვით, საუზმის მენიუს შეიძლება დაემატოს:

ა) ერთი ცხიმის შემცველი პროდუქტი (კარაქი, მარგარინი და სხვა)

ბ) ერთი შაქრის შემცველი პროდუქტი (თაფლი, ჯემი და სხვა)

გ) ერთი ცილოვანი პროდუქტი (კვერცხი, ხორცი და სხვა).

სასმელში იგულისხმება წყალი, ხილის წვენი (100%-იანი, შაქრის დანამატის გარეშე) ან დაბალი ცხიმიანობის რძე (შაქრის დანამატის გარეშე). სკოლამდელი ასაკის ბავშვს საუ-ზმეზე სასმელის სახით არ უნდა ეძლეოდეს ჩაი.

რძე განიხილება სასმელად, ასევე რძის ნაწარმად. ხილის წვენი განიხილება სასმელად და ასევე ხილად.

არ არის რეკომენდებული ისეთი საკვების რეგულარული გამოყენება, როგორიცაა ფუნთუშეული (მაგ. კრუასანი), შოკოლადი, კრემით და შოკოლადით შევსებული ნამცხვრები, შოკოლადიანი მარცვლეულის ფანტელები და სხვა ნებისმიერი საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც 15%-ზე მეტ ცხიმს შეიცავს. ასეთი პროდუქტების გამოყენების მაქსიმალური სიხშირეა 3-ჯერ 20 დღის განმავლობაში.

ამასთან, სასურველია, ბავშვები ხშირად იკვებებოდნენ ოჯახთან ერთად და ასევე ჩართული იყვნენ საკვების მომზადების პროცესში (საყიდლები, მომზადება).

გთავაზობთ ასევე ბავშვთა ყოველდღიურ მენიუს:

myquiz