სკოლის მოსწავლემ ხელის პროთეზი "ლეგოსგან" თავად გაიკეთა | Allnews.Ge

სკოლის მოსწავლემ ხელის პროთეზი "ლეგოსგან" თავად გაიკეთა

ბავშვობაში "ლეგოს" კონსტრუქტორით თამაში უყვარდა, მანქანებს, თვითმფრინავებსა და გემებს აკეთებდა. დევიდი ახლა უკვე 18 წლისაა ანდორაში ცხოვრობს და "ლეგოსგან" მარჯვენა ხელის პროთეზი თავად გაიკეთა. საქმე ის არის, რომ დევიდი განუვითარებელი მარჯვენა ხელით დაიბადა. ამბობს, რომ ბავშვობაში ამის გამო თავს ცუდად გრძნობდა, რადგან ყველა მის განუვითარებელ ხელზე ამახვილებდა ყურადღებას.

"ლეგოსგან" თავისი პირველი პროთეზი 9 წლის ასაკში შექმნა, ამისთვის კი სულ რაღაც 5 დღე დასჭირდა. სამწუხაროდ, პირველი პროთეზი საკმაოდ მყარი არ აღმოჩნდა, ამიტომ დევიდ აგილარმა 9 წლის შემდეგ, ექსპერიმენტის განმეორება გადაწყვიტა, მიღებული შედეგის ამსახვილი ვიდეო კი თავის ყოუტუბე არხზე განათავსა. ახალი თვითნაკეთი პროთეზი საკმად მყარი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დევიდს სხვადასხვა ამოცანა შეესრულებინა, მათ შორის სპორტული ხასიათის. ის რამდნიმე ადგილას იხრება და ტრიალდებს კიდეც.

"როდესაც ის პირველად სკოლაში გავიკეთე ყველა აღფრთოვანებული დარჩა. ვერ იგებდნენ, როგორ შეიძლებოდა გამეკეთებინა პროთეზი ლეგოსგან. თავიდან ჩვეულებრივი ბიჭი ვყავი, მაგრამ ამ კონსტრუქციის შემდეგ, ყველა აღნიშნავს, რომ ძალიან გონიერი ვარ"- ამბობს დევიდი.