იხილეთ, რა ეფექტი აქვს დღეში სამი კვერცხის მიღებას | Allnews.Ge

იხილეთ, რა ეფექტი აქვს დღეში სამი კვერცხის მიღებას

ორგანიზმს საგრძნობლად გაიჯანსაღებთ, თუ საკვებ რაციონში რეგულარულად ჩართავთ კვერცხს, უფრო კონკრეტულად, ყოველდღიურად საუზმედ სამ კვერცხს მიირთმევთ.

მაინც რა ხდება ორგანიზმში, რატომ არის სასარგებლო კვერცხი?

სპეციალისტთა განცხადებით, კვერცხი ხელს უწყობს წონის დაკლებას, განამტკიცებს ძვლებსა და კბილებს, აუმჯობესებს მეხსიერებას, გვიცავს ბევრი დაავადების განვითარებისგან. ხშირად კამათობენ, კვერცხი ქოლესტერინის დონის მომატების თვალსაზრისით საფრთხილო და რამდენადმე მავნებელი პროდუქტიაო, სინამდვილეში კი კვერცხი საოცრად სასარგებლოა. ის ლიპიდების (ცხიმების) მხოლოდ 180-186 მგ შეიცავს, მაშინ, როცა ღვიძლის მიერ ყოველდღიურად 1000-2000 მგ ქოლესტერინის გამომუშავება ხდება.

კვერცხს შეუძლია მავნე ქოლესტერინის ფაქტობრივადჯანმრთელი ქოლესტერინით ჩანაცვლება; იმასაც შეგახსენებთ, რომ სისხლში ქოლესტერინის დონის მომატებას სწორედ კვერცხში შემავალი ლეციტინი აფერხებს.

ასე რომ, თამამად მიირთვით დღეში სამი კვერცხი!

Mkurnali.ge

myquiz