რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული სექსი? | Allnews.Ge

რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული სექსი?

გამოკვლევების მიხედვით, რეგულარული სექსი აუმჯობესებს არა მხოლოდ პარტნიორთან ურთიერთობას, არამედ დადებითად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზეც. ნებისმიერი ტიპის ფიზიკური კონტაქტი, განსაკუთრებით კი სექსი, საწოლშიც და მის მიღმაც გრძელვადიანი კავშირების საწინდარია. როგორც CNN წერს, რომ წყვილებს, რომლებსაც მყარი კომუნიკაცია აქვთ, უფრო კარგად გამოსდით სექსში შეწყობა. სექსის ნაკლებობას ხშირად ამ კავშირებით უკმაყოფილება იწვევს, რადგან პარტნიორები ზოგჯერ არ ახდენენ ეფექტურ კომუნიკაციას და მეგობრებივით იქცევიან.

ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ სექსის ნაკლებობა ხშირად იწვევს ნეგატიურ ეფექტებს ურთიერთობის მსვლელობისას, რაც შესაძლოა სიბრაზის, ემოციური გაუცხოების ან ინდეფერენტულობის მიზეზი აღმოჩნდეს. ამავდროულად, სექსი ამაღლებს მოტივაციასა და ბედნიერებას. თუმცა, გარდა ამ ვიზუალურად ადვილად აღსაქმელი ფაქტორებისა, არსებობს კავშირი უფრო სერიოზულ მექანიზმებთანაც.

დადასტურებულია, რომ რეგულარული სექსი აუმჯობესებს მეხსიერებას, ისევე, როგორც სხვა კოგნიტურ უნარებს. ეს სიამოვნების ჰორმონი - დოპამინის გავლენის ბრალია. თუ სოციალურ ფსიქოლოგებს დავუჯერებთ, სექსი მხოლოდ ერთხელ კვირაში უფრო მეტად ამაღლებს ბედნიერების დონეს, ვიდრე მრავალჯერადად.

გამოკვლევებმა დაადასტურა კავშირი იმუნურ სისტემასთანაც.
დადგინდა, რომ სექსი ერთხელ ან ორჯერ კვირაში აუმჯობესებს იმუნიტეტს. გარდა ამისა, სექსისას გამოიყოფა ოქსიტოცინი და პროლაქტინი, ჰორმონები, რომლებიც ამცირებენ სტრესს და ღრმა ძილს უწყობენ ხელს. აღიარებულია, რომ 50 წლამდე ქალებს, რომლებსაც 7 საათზე ნაკლები სძინავთ ნაკლებად აქტიური სექსუალური სურვილები აქვთ.

ამასთან ერთად, სექსი ამსუბუქებს ტკივილს თავის ტკივილის ან შაკიკის დროს და ზოგჯერ საერთოდ აჩერებს კიდეც, თუმცა, არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც შეიძლება პირიქით, გამომწვევი მიზეზი აღმოჩნდეს.

რეგულარული სექსუალური ცხოვრება, შესაძლოა, ფიზიკურ აქტივობასთანაც გავაიგივოთ, რადგან ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, სექსისას კაცები საშუალოდ 100, ხოლო ქალები 70 კალორიას წვავენ ყოველი 30 წუთის განმავლობაში.

მათთვის, ვისაც აქტიური სექსუალური ცხოვრება არ აქვს, არსებობს სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისაა საჭირო.

პირველ რიგში, სასურველია მოწევაზე უარის თქმა, რეგულარული ვარჯიში, სწორი კვება და მოწესრიგებული ძილი. ვარჯიში და სწორი კვება დაგეხმარებათ არა მხოლოდ კალორიების შემცირებაში, ასევე ხელს უწყობს კოგნიტური უნარების განვითარებასაც. ძილი კი საჭიროა დასვენების ჰორმონი ოქსიტოცინის გამოყოფისთვის, რომელიც სტრესის დონეს ამცირებს. ნაკლები სტრესი, მოდუნება, ტკივილგამაყუჩებლები და კომპრესები კი დაგეხმარებათ თავის ტკივილისა და შაკიკის დაძლევაში.

საბოლოო ჯამში, მათთვის, ვისაც სურს აქტიური სექსუალური ცხოვრების დაწყება და მასთან დაკავშირებული ბენეფიტების მიღება, არსებობს რჩევები, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ:

• გახსნილად ისაუბრეთ პარტნიორთან იმის შესახებ, თუ რა მოთხოვნები და მოლოდინები გაქვთ;

• ეცადეთ საწოლში სმარტფონის გამოყენებისგან თავი შორს დაიჭიროთ;

• გეძინოთ საკმარისად;

• თუ ძალიან დაკავებულები ხართ, სცადეთ სექსის განრიგის შედგენა.

myquiz