ვიტამინები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მავნებელია | Allnews.Ge

ვიტამინები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მავნებელია

ერთი შეხედვით მარტივი და ცხადი რჩევაა - ჭამეთ მეტი ბოსტნეული, ივარჯიშეთ და მიიღეთ ვიტამინები. თუმცა...

ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა ვერ მიაგნეს ვერცერთ ხელშესახებ მტკიცებულებას, რომელიც დანამდვილებით გვეტყოდა, რომ ვიტამინებსა და დანამატებს რაიმე სახის სარგებლობა მოაქვთ. სინამდვილეში უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევები უფრო მეტად საწინააღმდეგო მიმართულებით გადაიხარა, აღმოაჩინა რა რომ ზოგიერთი ვიტამინი ადამიანის ჯანმრთელობისთვის შესაძლოა, მავნებელიც კი იყოს.

უფრო მეტიც, ზოგიერთი ვიტამინი მეცნიერებმა გარკვეული ტიპის კიბოს წარმოშობის რისკთან დააკავშირეს, მაშინ როდესაც გარკვეული ტიპის ვიტამინების მიღებამ, შესაძლოა, თირკმელებში კენჭების რაოდენობა გაგიმრავლოთ ან მათ წარმოშობას შეუწყოს ხელი.

Allnews.ge Business insider-ზე დაყრდნობით გთავაზობთ იმ ვიტამინების ჩამონათვალს, რომელიც თქვენთვის სასარგებლო იქნება და იმ ვიტამინებსაც, რომელსაც უნდა მოერიდოთ:

მოერიდეთ მულტივიტამინებს - ყველაფერს სასარგებლოს დაბალანსებული დიეტის შედაგად მიიღებთ. არაერთი წელია რაც გვჯერა, რომ მულტივიტამინები უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელობისთვის - ვიტამინი C იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, ვიტამინი A მხედველობის დასაცავად, ვიტამინი B ენერგიის შესანარჩუნებლად.

უკანასკნელმა კვლევებმა კი ცხადყო, რომ აღნიშნული ვიტამინების საჭირო რაოდენობას დაბალანსებული და ჯანსაღი კვების შედეგად ისედაც ვიღებთ, მათ გადაჭარბებულ რაოდენობას კი ჩვენთვის ზიანის მოტანაც კი შეუძლია.

მედიკოსები გვირჩევენ, რომ თამამად მივიღოთ ვიტამინი D, ის ძვლების სიმყარის შენარჩუნებაში დაგვეხმარება, საკვებიდან ამ ვიტამინის მიღება კი რთულია, რადგან ის არ არის წარმოდგენილი იმ პროდუქტების უმეტესობაში, რასაც ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ. მზის სხივები ეხმარება ჩვენს ორგანიზმს ამ ვიტამინის გამომუშავებაში, თუმცა, ზამთარში მზის სხივების მიღება რთულია.

ერიდეთ ანტიოქსიდანტებს, ისინი შესაძლოა კიბოს ზოგიერთი სახის გამომწვევები აღმოჩნდეს. ამის ნაცვლად კეკნროვანი ხილის მიღება შეგიძლიათ.

A, C, და E ვიტამინები ანტიოქსიდანტებია, რომლებიც საკმარისი რაოდენობითაა აღმოჩენილი ბევრი სახეობის ხილში მათ შორის კენკროვანში.

ეს ვიტამინები ცნობილია უნარით დაიცვას ადამიანის ორგანიზმი კიბოსგან, თუმცა მათი გადაჭარბებული რაოდენობით მიღებამ, შესაძლოა, საპირისპირო შედეგი მოგვცეს.
ფოლიუმის მჟავა არის B ვიტამინი, რომელსაც ჩვენი ორგანიზამი ახალი უჯრედების წარმოქმნისთვის იყენებს. ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის რეკომენდაციის მიხედვით, ორსულებმა და ქალებმა, რომლებსაც დაორსულება სურთ, ყოველდღიურად 400 მიკროგრამი ფოლიუმის მჟავა უნდა მიიღონ, რადგან იმ ადამიანის ორგანიზმი, ვინც თავის სხეულში კიდევ ერთ ცოცხალ სხეულს ატარებს, აღნიშნული ნუტრიენტი გაცილებით მეტი რაოდენობით ესაჭიროება.

გარდა ამისა, რამდენიმე დიდმა კვლევამ ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში ორგანიზმში ფოლიუმის მჟავის საკმარისი რაოდენობა ნერვული მილის დეფექტების, სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში თანდაყოლილი ტვინის, ხერხემლისა და ზურგის ტვინის დეფექტების მქონე ბავშვების დაბადების რისკის შემცირებას დაუკავშირა. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, თუ ორსულობადე და ორსულობის პერიოდში საკმარისი რაოდენობის ფოლიუმის მჟავას მიიღებთ, ეს შეამცირებს რისკს რომ თქვენს შვილი რომელიმე სახის ზემოჩამოთვლილი დეფექტით დაიბადოს.

myquiz