ქვეყნები, რომლებიც ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობას ყველაზე მეტად იცავენ | Allnews.Ge

ქვეყნები, რომლებიც ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობას ყველაზე მეტად იცავენ

თანასწორობა და, მათ შორის გენდერული თანასწორობა, ისეთი თემებია, რომლებსაც აქტუალურობა ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ. მსოფლიოში ათობით ქვეყანაში გოგონებს განათლების მიღება არ შეუძლიათ, ზოგიერთ ქვეყანაში კი ქალთა პოლიტიკური გააქტიურების მიზნით ხელოვნურ კვოტებს ქმნიან.

წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების ათეულს, სადაც გენდერული თვალსაზრისით თანასწორობა მაქსიმალურადაა დაცული.

10. ფილიპინები - ამ ქვეყანაში განათლების სფეროში გენდერული თვალსაზრისით სხვაობა არ არის.

9. ახალ ზელანდიაში ქალების პოლიტიკური საქმიანობის კარგი მაჩვენებელია დაფიქსირებული.

8. ირლანდიაში მენეჯმენტით, სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელობითა და საკანონმდებლო საქმიანობით დაკავებული ქალებისა და მამაკაცების თანაფარდობა მუდმივ პროგრესს განიცდის და ბალანსისკენ ისწრაფვის.

7. სლოვენია ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

6. ნიკარაგუამ ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული დისბალანსის თითქმის 80% დაძლია პირველ ეტაპზე.

5. შვედეთში განსაკუთრებული პროგრესი ანაზღაურების თანასწორობაში შეინიშნება. ანუ ერთი და იმავე სამუშაოს შესრულებისთვის ქალები და მამაკაცები ერთნაირ ანაზღაურებას იღებენ.

4. რუანდაში პოლიტიკოსების 61% ქალია, რაც მსოფლიოოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

3. ფინეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა სხვაობა ქალ და მამაკაც დეპუტატებს შორის.

2. ნორვეგია მუდმივად ამცირებს სხვაობას ქალ და მამაკაც მენეჯერებსა და კანონმდებლებს შორის.

1. ისლანდია გენდერული თანასწორობის მაქსიმალური დაცვისთვის პირველ ადგილს ზედიზედ მეცხრე წელია იკავებს.

myquiz