სპორტდარბაზი, რომელიც ვარჯიშის შედეგად გამოყოფილ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის | Allnews.Ge

სპორტდარბაზი, რომელიც ვარჯიშის შედეგად გამოყოფილ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის

ვარჯიშის ძირითადი დანიშნულება ენერგიის გამოყოოფა და მისი დახარჯვაა, თუმცა საინტერესოა, გიფიქრიათ თუ არა, რომ თქვენი გამოყოფილი ენერგიით სხვა სახის ენერგიის შექმნა შეგიძლიათ. სწორედ ამ იდეის ირგვლივაა შექმნილი ნიუ-იორკში, როჩესტერში, ეკოლოგიური სპორტდარებაზი, ახალი "მწვანე" ფიტნესცენტრი, რომელიც დარბაზში ველოსპორტით დაკავებისთვის შესაბამისი მოწყობილობებითაა აღჭურვილი.

ეს აღჭურვილობა ვარჯიშის დროს გამოყოფილ ენერგიას აგროვებს და მას ელექტროენერგიად გარდაქმნის, რომელსაც შემდგომში, კვლავ სავარჯიშო დარბაზის ელექტრომომარაგებისთვის იყენებენ.

დარბაზში 21 კარდფიო ვარჯიშისთვის განკუთვილი მოწყობილობა, 16 ველოსიპედი და სხვადასხვა სახის სავარჯიშო აღჭურვილობაა განთავსებული, რომელიც ვარჯიშის შედეგად გამოყოფილ ენერგიას აგროვებს. ერთი ვარჯიშის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგია 160 ვატ- საათს შეადგენს.

აშკარაა, რომ ვარჯიშის შედეგად მიღებული ელექტროენერგია საკმარისი არ იქნება მთელი დარბაზის უზრუნველსაყოფად, ამიტომ, სრლი ელექტრომომარაგებისთვის საქმეში შენობის სახურავზე განთავსებული მზის ბატარეები და ქარის ტურბინები ერთვება, რომლებიც ასევე ეკოლოგიურად სუფთა გზით გამოიმუშავებენ ენერგიას.

myquiz