6 რამ, რაც თქვენს სამუშაო კომპიუტერში არ უნდა შეინახოთ
თუ თქვენს სამუშაო კომპიუტერში პერსონალურ მასალებსა და ინფორმაციას ინახავთ, საკუთარ თავს სერიოზულ პრობლემებს უქმნით, რომლებიც, შესაძლოა, არა ერთბაშად, არამედ დროთა განმავლობაში გამომჟღავნდეს.
ზოგადი წესია, რომ პირადი კომპიუტერი ცალკე უნდა იქონიოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, შეგიძლიათ, მყარი დისკი იქონიოთ, რომელზეც სამუშაო კომპიუტერში შექმნილ დოკუმენტებსა და პერსონალურ ინფორმაციას გადაიტანთ და შემდგომ პირად კომპიუტერში მოათავსებთ.
ექსპერტების თქმით, გამორიცხული არ არის, რომ თქვენი კომპანიის მიმართ სასამართლოს კითხვები გაუჩნდეს და თქვენი სამუშაო კომპიუტერი ერთ-ერთი სამხილის სახით ამოიღონ ან მასში დაცული ინფორმაციის შესწავლა გახდეს საინტერესო ძიებისთვის, ამ შემთხვევაში თქვენი არა მხოლოდ სამუშაო, არამედ პირადი ინფორმაციაც საჯარო და სხვებისთვის ხელმისაწვდომი გახდება და მსგავსი შემთხვევისგან დაზღვეული არავინაა.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას თუ რა სახის ინფორმაცია არ უნდა შეინახოთ თქვენს სამუშაო კომპიუტერში.
1. ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც კომპანიის მიერ კონფიდენციალურადაა აღიარებული და განსაკუთრებული დაცვა სჭირდება, თქვენ კი არ შეგიძლიათ, რომ მისი დაცვა თქვენი სამუშაო კომპიუტერის პირობებში უზრუნველყოთ.

2. პერსონალური ფოტოები და ვიდეოები, ასევე როგორც საბანკო ინფორმაცია, პაროლების ჩამონათვალი, სამედიცინო ხასიათს დოკუმენტები, ბავშვების საგანმანათლებლო დაწესებულებები - ყველა ამ მონაცემის სამუშაო კომპიუტერში დატოვება ცუდი იდეაა. გარდა ამისა, შესაძლოა, დამსაქმებელი მოგედავოთ იმის გამო, რომ კომპიუტერის მეხსიერებაში ადგილს იკავებთ და მოწყობილობას დავირუსების რისკის ქვეშ აყენებთ. ის ფაქტორიც გაითვალისწინეთ, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, თქვენ, შესაძლოა, არ მოგეცეთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ აღნიშნული ინფორმაცია მყარ პორტატულ დისკზე გადაიტანოთ და კომპიუტერიდან წაშალოთ. ამის გამო, შესაძლოა, სამუშაო კომპიუტერში არსებული პირადი ინფორმაცია სამუდამოდ დაკარგოთ და სხვისთვის ხელმისაწვდომი გახადოთ.
3. დარწმუნდით, რომ თქვენს სამუშაო კომპიუტერში არ არის შეუსაბამო კონტენტი და ინფორმაცია, მათ შორის, პორნოგრაფიული ხასიათის. ამის შესახებ თქვენი კომპანიის ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური აუცილებლად შეიტყობს.
4. ვიდეოები და კომპიუტერული თამაშები - ექსპერტების თქმით, არ არსებობს არანაირი გასამართლებელი საბუთი იმისთვის, რომ მსგავსი სახის მასალა ინახებოდეს თქვენს სამუშაო კომპიუტერში. ამან, შესაძლოა, მცდარი, თქვენთვის არასასურველი შთაბეჭდილება შეუქმნას დამსაქმებელს.
5. არ შეინახოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც სხვა სამსახურისთვის არის განკუთნილი
6. თუ ხუმრობა ან ვიდეო შეურაცხმყოფელია იმდენად, რომ მას ოფისის წევრებს ვერ გაუზიარებთ, მაშინ მსგავსი ხუმრობის შემცველი მასალის სამუშაო კომპოიუტერში შენახვაც არ იქნება კარგი აზრი.