კვების რაციონი ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მოქმედებს | Allnews.Ge

კვების რაციონი ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მოქმედებს

ალბათ, ყველას შეგინიშნავთ, რომ შიმშილი თქვენს განწყობაზე უდიდეს გავლენას ახდენს, თუმცა, როგორც ჩანს, ხასიათსა და ემოციურ მდგომარეობაზე მხოლოდ შიმშილი კი არა, ის საკვებიც ზემოქმედებს, რომლესაც დღის განმავლობაში მოვიხმართ. ახალმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ადამიანები ჯანმრთელი დიეტის დაცვით არამარტო ამცირებენ ისეთი დაავადებების რისკს, როგორიც ჰიპერტონიაა, არამედ დეპრესიისასაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეცნიერულად პირველად დამტკიცდა უშუალო კავშირი კვების რაციონსა და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას შორის.

მეცნიერებმა კვების განსაკუთrებული სქემა შეიმუშავეს და ის 964 მოხალისეზე 6-წლიანი ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გამოსცადეს. დიეტა საკუთარ თავში გულისხმობდა ნატრიუმის მოხმარების შეზღუდვას და დიდი რაოდენობით ახალი ხილის, ბოსტნეულისა და უცხიმო რძის პროდუქტების მიღებას.

ცდაში მონაწილეები ყოველწლიურ სამედიცინო შემოწმებას გადიოდნენ, სხვა ფაქტორებთან ერთად დიდი ყურადღება ექცეოდა მენტალურ ჯანმრთელობასა და დეპრესიის დონეს. მეცნიერებმა ცდის პირები სამ ჯგუფად დაყვეს იმის მიხედვით თუ რამდენად მკაცრად იცავდნენ დიეტას. აღმოჩნდა, რომ იმ მოხალისეებს, რომლებიც განსაკუთრებით მკაცრად იცავდნენ ჯანსაღ დიეტას, ფაქტობრივად, არ აღენიშნებოდათ დეპრესია სხვა მონაწილეებთნ შედარებით, რომლებიც ნაკლებად მკაცრად მიჰყვებოდნენ დიეტას. კვლევის ავტორის თქმით, ეს კვლევის მხოლოდ პირველი ეტაპია და არ შეიძლება 100%-ით ითქვას, რომ მსგავსი კვება დეპრესიის დონეს შეამცირებს. თუმცა, მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ საიდუმლო სწორედ ჯანსაღ კვებაშია.

მსგავსი ექსპერიმეტი არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩაატარეს ავსტრალიის დიკინის უნივერსიტეტის მკვლევარებმა. მათ დეპრესიული აშლილობის დიაგნოზის მქონე მოხალისეების ორი ჯგუფი შექმნეს. ერთმა ჯგუფმა ჯანსაღი დიეტის დაცვა დაიწყო, მეორე ჯგუფი კი დეპრესიის მქონე ადამიანების დახმარების სოციალურ პროგრამას გადიოდა. სამი თვის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ დიეტაზე მყოფი ჯგუფის მესამედმა დეპრესიისგან თავის დაღწევა შეძლო მაშინ, როდესა მეორე ჯგუფის მონაწილეების შემთხვევაში, განკურნების მაჩვენებელი 8%-ს არ აჭარბებდა.

myquiz