როგორ ახერხებს ნორვეგია პოლიეთილენის 97%-ის გადამუშავებას | Allnews.Ge

როგორ ახერხებს ნორვეგია პოლიეთილენის 97%-ის გადამუშავებას

პოლიეთილენი სულ უფრო სერიოზული პრობლემა ხდება გარემოსთვის მთელს მსოფლიოში. ის წამლავს წყალსა და ნიადაგს, ამასთან ერთად კი ცხოველებსაც, რომლებიც, თავის მხრივ, შემდეგ, სხვადასხვა გზით ჩვენს სუფრაზე ხვდებიან. პოლიეთილენის ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას ბევრი ქვეყანა ცდილობს, მათ შორის, ნარჩენების დახარისხებისა და პოლიეთილენის გადამუშავების გზით, თუმცა იმის გამო, რომ პოლიეთილენი ძალიან რთული გადასამუშავებელია, მნიშვნელოვან წარმატებას ძალიან ცოტა ქვეყანაში მიაღწიეს. ამ მხრივ ნორვეგია ნამდვილად გამონაკლისად უნდა ჩაითვალოს, რადგან ამ ქვეყანაში პოლიეთილენის ნარჩენების თითქმის 97%-ს გადაამუშავებენ.

საინტერესოა როგორ ახერხებენ ამას?

ნორვეგიაში პოლიეთილენის ბოთლების უტილიზაციის საუკეთესო სქემა მოქმედებს. მხოლოდ 2016 წელს ქვეყანაში 598 355 791 პოლიეთილენის ბოთლი გადაამუშავეს.

ვნახოთ როგორ მუშაობს ეს სქემა.

ქვეყნების უმეტესობაში წყლის დალევის შემდეგ, პოლიეთილენის ბოთლს ნაგვის ურნაში მოისვრიდნენ, ან სადმე ქუჩაში დატოვებდნენ, მაგრამ არა ნორვეგიაში. ამ ქვეყანაში ბოთლის გამოყენების შემდეგ, ისევ მაღაზიაში ბრუნდებიან და ბოთლს იქ დამონტაჟებულ დანადგარში აგდებენ, რომელიც მათ ამის სანაცვლოდ ფულსაც კი აძლევს, ეს კი იმიტომ ხდება, რომ მაღაზიაში გაზიანი სასმელის ან წყლის ყიდვისას პოლიეთილენის ბოთლისთვის დამატებით ფულს იხდი, სპეციალურ დანადგარში მისი ჩაგდებისას კი ეს ფული მომხმარებელს უკან უბრუნდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პრაქტიკაში ეს ძალიან მოსახერხებელია და ამ გზით გარემოს დაცვაც უფრო ეფექტურად ხორციელდება. მსგავსი სქემის წყალობით, ახალი ბოთლების წარმოების აუცილებლობა პერმანენტულად იკლებს, რადგან მსგავსი ბოთლის გადამუშავება რამდენჯერმეა შესაძლებელი, სინამდვილეში მათი გადამუშავება 12-ჯერ ხდება, თუმცა ამ შემთხვევაში, ფერადი და გამჭირვალე ბოთლების დახარისხება და მათი ცალ-ცალკე გადამუშავება ხდება. გამჭირვალე ბოთლებიგან ახალ ბოთლებს ამზადებენ, ფერადებისგან კი პოლიეთილენს სხვა დანიშნულებისთვის იყენებენ.

ვინ უზრუნველყოფს ამ სქემის მუშაობას ფინანსურად?

კომპანიები, რომლებიც სასმელს აწარმოებენ, თუმცა ეს ნებაყოფლობითია. მაგრამ მწარმოებელი, რომელიც აღბიშნულ სისტემას უერთდება გაცილებით ნაკლებ გადასახადს იხდის.