როგორი უნდა იყოს თქვენი სადილი, თუ წონაში დაკლება გსურთ? | Allnews.Ge

როგორი უნდა იყოს თქვენი სადილი, თუ წონაში დაკლება გსურთ?

ხშირ შემთხვევაში, საუზმეს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტს ჩვენს ყოველდღიურ რაციონში. მაგრამ განსაკუთრებით მათთვის, ვინც წონაში დაკლებას ცდილობს, ლანჩი გადამწყვეტ ფუნქციას ასრულებს. თუ თქვენი შუადღის რაციონი მწირია მისი შევსება სადილზეა შესაძლებელი, მაგრამ თუ ლანჩი ზედმეტად დატვირთული გექნებათ, მოდუნდებით და აუცილებლად იგრძნობთ, რომ ძილი მოგერიათ, რაც სახარბიელო არ არის წონის დაკლების პროცესში.

თუ სამსახურში ლანჩის წაღება ვერ შეძელით, შეგიძლიათ სხვადასხვა ფასდაკლების გამოყენებით, კარგად დანაყრდეთ შუადღით. ფასდაკლებები იხილეთ აქ.

ხოლო თუ საშუალება გაქვთ სადილი სახლში მოამზადოთ, მაშინ ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ვარიანტი, რომელიც საუკეთესო ბალანსით უზრუნველგყოფთ ლანჩის მირთმევის პროცესში.

თუ საჭმლის მომზადება გსურთ..

საშუალო ზომის ტაფაზე დაბალ ცეცხლზე მოთუშეთ წვრილად დაკეპილი ჭიქის მეოთხედი ყვითელი ხახვი, ჭიქის ერთ-მესამედ ნატრიუმის დაბალი შემცველობის მქონე ბოსტნეულის ბულიონთან ერთად. დაუმატეთ ბროკოლი და დაჭრილი ნახევარი ჭიქა წითელი ბულგარული წიწაკა და იასამნისფერი კომბოსტო. დაუმატეთ ნიორი, მეოთხედი ჩაის კოვზი ჯინჯერი, დაფქვილი წითელი და შავი წიწაკა და მოთუშეთ იქამდე, სანამ ბოსტნეული ოდნავ არ შერბილდება. შემდეგ კი დაჭრილი ქათმის გულმკერდი და მომზადებული ნახევარი ჭიქა ყავისფერი ან თეთრი ბრინჯი დაუმატეთ და მორთეთ ჭიქის მეოთხედი დაჭრილი ნუშით.

თვალითაც ისევე ვიკვებებით როგორც კუჭით, ამიტომ თუ ესთეტურობას დიდ ყურადღებას აქცევთ, ქილაში მოსამზადებელი სალათები თქვენთვისაა. ქილის ძირი ღუმელში შემწვარი ტკბილი ან იასამნისფერი კარტოფილით დაფარეთ, ზემოდან დაუმატეთ მწვანილი, შეანაცვლეთ ის დაჭრილი პომიდვრით, ყვითელი ბულგარული წიწაკით, სტაფილოთი, ბოლოს კი გარეული ორაგულის ნაჭერი დაადეთ. მისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ ტაჰინის სოუსი, ამისთვის სადილის კოვზის ნახევარი წყალი, ლიმონის წვენი, დანაყული ნიორი, ზღვის მარილი და პილპილი დაგჭირდებათ.

გავრცელებული მცდარი აზრია, რომ სუში ჯანსაღი საკვებია და გახდომის პროცესში მისი ჭამა საზიანო ნამდვილად არ იქნება, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ეს მცდარი მოსაზრებაა. იაპონური კერძებიდან წასაღებად საუკეთესო არჩევანი ჯინჯერით შეკმაზული სალათია.

თუ დრო არ გაქვთ და წახემსება გიწევთ ეცადეთ, თქვენი ლანჩი ბოსტნეულით დატვირთოთ, მაგალითად კიტრი, ბულგარული წიწაკა, ცოტა ნიახური, ასევე კარგად მოხარშული კვერცხი და ქათმის გულმკერდია რეკომენდებული.