13 თვე ოკეანეში მარტო და 60 დღე თოვლის ქვეშ - ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენელ პირობებში გადარჩნენ | Allnews.Ge

13 თვე ოკეანეში მარტო და 60 დღე თოვლის ქვეშ - ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენელ პირობებში გადარჩნენ

მსოფლიოში უამრავი კატასტროფა ხდება, რასაც ხშირად მსხვერპლი მოჰყვება, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც  წარმოუდგენელ კატასტროფებსა და სიცოცხლისთვის საშიშ ადგილას ცოცხალი გადარჩნენ.

მარტო ჯუნგლებში ნიანგებთან ერთად

ჯულიან კოპეკი იმ თვითმფრინავში იჯდა, რომელმაც კატასტროფა 1971 წელს განიცადა და ამაზონის ჯუნგლებში ჩამოვარდა. 17 წლის კოპეკმა მხოლოდ მცირე დაზიანებები მიიღო. ერთადერთი გადარჩენილი 9 დღის განმავლობაში ნიანგებითა და პირანიებით სავსე ჯუნგლებში დახეტიალობდა, სანამ პერუს ჯგუფმა არ აღმოაჩინა.

მარტოდმარტო წყნარი ოკეანეში

ხოსე სალვადორ ალვარესი 2014 წელს მარშალის შორეულ კუნძულებზე იპოვეს, თუმცა მისი თქმით, მანამდე 13 თვის განმავლობაში, 7 მეტრიანი ნავით წყნარ ოკეანეში მარტო დაცურავდა. როგორც სალვადორი ყვება, მისი თევზსაჭერი გემი აფეთქდა. ამ ხნის განმავლობაში იგი იკვებოდა თევზითა და ფრინველით, ხოლო შარდითა და წვიმის წყლით წყურვილს იკლავდა. სალვადორის ამბავი ბევრისთვის დაუჯერებელია. თუმცა ის პირველი არ არის ვინც ღია ზღვაში მარტო გადარჩა. 1982 წელს სტივ კალაჰანმა ატლანტის ოკეანეში 76 დღე გაატარა, სანამ ის მეთევზეებმა იპოვეს და გადაარჩინეს.

იუტას კანიონში ჩარჩენილი

2003 წელს არონ რალსტონი იუტას კანიონზე დაცოცავდა, როდესაც ხელი კანიონის კედელში გაეჭედა. ის 6 დღის განმავლობაში ცდილობდა ხელი გაეთავისუფლებინა და დეჰიდრატაცია თავიდან აეცილებინა. საბოლოოდ მან რთული გადაწყვეტილება მიიღო და საკუთარ თავს პატარა დანით ხელის ამპუტაცია ჩაუტარა.

სამი დღე წყალქვეშ

2013 წელს ჰარისონ ოკენე სააბაზანოში იყო, როდესაც მისმა საბუქსურო გემმა კატასტროფა განიცადა და ნიგერიის სანაპიროზე სწრაფად ჩაიძირა. ნიგერიელი შეფ-მზარეული წყალქვეშა ხაფანგში მოექცა, მისი გადარჩენა კი წარმოუდგენელი იყო. როდესაც მაშველები გემის კატასტროფის ადგილზე მივიდნენ, ვიდეოკადრების გადაღებისას ვიღაცის მოძრავი ხელი შენიშნეს. ხელი ეკუთვნოდა ოკენეს, რომელი გაყინულ წყალში გადარჩა.

თოვლის ქვეშ დამარხული

2012 წელს ჩრდილოეთ შვედეთში ორმა თოვლზემავლმა თოვლში მიტოვებული მანქანა შეამჩნია. მათ ერთ მეტრზე გათხარეს და მანქანაში ცოცხალი ადამიანი იპოვეს, რომელიც ცოცხლად იყო თოვლში დამარხული. პიტერ სკალბერგის განცხადებით, მან მანქანაში 60 დღე გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ მაშველებმა მის ნათქვამში ეჭვი შეიტანეს, მეცნიერების მტკიცებით მსგავსი რამ შესაძლებელია. განსაცდელის დროს მისმა სხეულმა ხელოვნური ჰიბერნაცია განიცადა ანუ ზამთრის ძილზე გადავიდა, მას "იგლუს" ეფექტსაც უწოდებენ.

უზარმაზარი ტალღების პირისპირ

1958 წელს ჰოვარდ ულრიხი და მისი 8 წლის შვილი ლიტვის ყურეში თევზაობდნენ, როდესაც ხმაური გაიგონეს. მათკენ რეკორდული სიმაღლის მქონე ტალღები მოდიოდა, რომელიც მიწისძვრამ გამოიწვია. ულრიხის გემი სწრფად ჩაიძირა. მიუხედავად ამისა მათ გადარჩენა მოახერხეს.

9 კვირა მარტო უდაბნოში

2012 წლის დეკემბერში 18 წლის მეთიუ ელენი სიდნეის მახლობლად სახლიდან გაუჩინარდა. მის მოსაძებნად სამძებრო სამუშაობი დაიწყო, თუმცა უშედეგოდ. 9 კვირის შემდეგ, მოგზაურებმა მეთიუ ავსტრალიის დაუსახლებელ ცხელ ადგილას იპოვეს, მას ორიენტაცია დაკარგული ჰქონდა და ფეხზე ვერ დგებოდა. წყლის დალევის შემდეგ მან წონის ნახევარი დაკარგა. უდაბნოში დაკარგვას რეკორდული სიცხეც დაემთხვა, მიუხედავად ამისა თინეიჯერი გადარჩა.

მარტოდ დარჩენილი ევერესტზე

მას შემდეგ რაც ლინკოლნ ჰოლმა 2006 წელს ევერესტის მწერვალს მიაღწია, სიმაღლის ავადმყოფობა დაემართა და სიცოცხლის ნიშნებიც გაუქრა. მის გადარჩენას 2 საათის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა ჰოლის თანამგზავრები იძულებულები გახდნენ მიეტოვებინათ. ისინი აპირებდნენ რომ მისი ცხედრის გადასასვენებლად მეორე დღეს დაბრუნებულიყვნენ. 12 საათის შემდეგ სხვა ალპინისტთა ჯგუფი გაოცებულები იყვნენ, როდესაც ჰოლი ცოცხალი ნახეს. ავსტრალიელმა მთასვლელმა, რომელიც სუსტად გამოიყურებოდა, მსოფლიოს ყველაზე მაღალ მწერვალზე მთელი ღამე მარტო გაატარა და გადარჩა.

17 დღე ნანგრევებში მოყოლილი

2013 წელს 19 წლის რაშმა ბეგამი, დაკასთან ახლოს „რანა პლაზაში“ მუშაობდა, როდესაც ქარხანა ჩამოინგრა. ნგრევის შედაგად 1100 ადამიანი დაიღუპა, უამრავი ადამიანი კი ნანგრევებში მოყვა, მათ შორის იყო რაშმაც. მაშველებმა გადარჩენილების ძებნა მაშინვე დაიწყეს. რაშმას ნანგრევებიდან ამოყვანა კი მხოლოდ 17 დღის შემდეგ შეძლეს. მას ჰქონდა ცოტაოდენი მშრალი საკვები და წყალი. ახალგაზრდა დედა ოჯახს უსაფრთხოდ დაუბრუნდა.

myquiz