პროდუქტი, რომელიც მშვიდ ძილში დაგეხმარებათ | Allnews.Ge

პროდუქტი, რომელიც მშვიდ ძილში დაგეხმარებათ

დაივიწყეთ თბილი რძე. პენსილვანიის უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ თევზი მშვიდი ძილის მთავარი გასაღებია.

კვლევამ, რომელიც Scientific Reports-ში გამოქვეყნდა, თევზის რეგულარულ მიღებასა და ხარისხიან ძილს შორის კავშირი დაადგინა, ჩაატარა რა ექსპერიმენტი ჩინელ სკოლის მოსწავლეებზე. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეს თევზში არსებული ომეგა- 3 ცხიმოვანი მჟავების დამსახურებაა.

რა დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს თევზის ქონს და რატომ არის იგი ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი?

მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ სკოლის მოსწავლეების ძილის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად მათი IQ ტესტის ქულაც უმჯობესდებოდა.

"თევზის მოხმარებასა და მაღალ კოგნიტურ უნარებს შორის კავშირი აღმოჩნდა. ამ კავშირს კი ძილის უკეთესი ხარისხი განმარტავს. A-დან B-მდე და C-მდე: თევზის მოხმარებიდან უკეთეს ძილამდე და უკეთესი ძილიდან კოგნიტურ ფუნქციამდე"- განმარტავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ადრიან რეინი.

მკვლევარებმა ჩინეთში 9-დან 11 წლამდე ასაკის 541 სკოლის მოსწავლე გამოკითხეს, რომლებმაც მათ კვების რაციონზე ისაუბრეს, მათ შორის, იმაზე თუ რამდენად ხშირად მიირთმევენ თევზს. ამავდროულად, მათ მშობლებს ჰკითხეს, რამდენად კარგად სძინავთ ბავშვებს ღამით. როდესაც ბავშვებს 12 წელი შეუსრულდათ მათ IQ ტესტი ჩაუტარდათ.

აღნიშნული კვლევის შედეგად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, ცალსაცხა კავშირი თევზის რეგულარულ მიღებასა და ძილის ხარისხის გაუმჯობესებას შორის. თავის მხრივ, დაინახეს კავშირი ძილის ხარისხსა და IQ ტესტის მაღალ მაჩვენებელს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარები, ძირითადად, ბავშვებზე იყვნენ ორიენტირებულები, რეინის, თქმით გონივრული იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ ის ზრდასრულების შემთხვევაშიც ანალოგიურად იმუშავებს. მეცნიერების განმარტებით, თევზის თვეში რამდენჯერმე მიღება გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს. როგორც ცნობილია, ომეგა- 3 გულისთვისაც სასარგებლოა.

myquiz