იხილეთ ფოტოებზე ასახული 2017 წელი | Allnews.Ge

იხილეთ ფოტოებზე ასახული 2017 წელი

2017 წელი პოლიტიკური კულტურული და ინოვაციური თვალსაზრისითაც დატვირთული იყო. ბევრ სამწუხარო მოვლენასა თუ ფაქტს სასიხარულო ამბებიც ახლდა თან. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ 2017 წელი ტეორორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისითაც გამოირჩეოდა. კოალიციამ და ადგილობრივმა ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებიც შეასუსტეს ახლო აღმოსავლეთში და დე ფაქტო დედაქალაქი რაქა ექსტრემისტების ტერორისგან გაათავისუფლეს. სხვა მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ Allnews.ge BBC-ზე დაყრდნობით ფოტოების საშუალებით მოგიყვებათ.

ერიტრეის მართლმადიდებელი პილიგრიმის ნათლობა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, იმ ადგილას, სადაც ბიბლიის თანახმად, იესო ქრისტე მოინათლა

კენდი ფრიმანი საპროტესტო აქციის "შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია" (Black Lives Matter) მონაწილე.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ინაუგურაციის მსვლელობისას ფიცს დებს

საგანგებოდ გაწვრთნილი მთის არწივი საფრანგეთში მიმდინარე წვრთნების დროს დრონს თავს ესხმის

შვეიცარიაში, კორსე-სიურ-ვევეში 600-ზე მეტმა ადამიანმა კოსტუმირებული აქცია ჩარლი ჩაპლინის დაბადების დღის აღსანიშნავად მოაწყო.

იტალიის კუნძულ სიციალიაზე 2017 წლის თებერვალში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების მიზნით ჩატარებული რეფერენდუმის დღეს გამართული აქციის დაშლა სამართალდამცველების მიერ

ფოტოგრაფები როჰინჯ ქალს მდინარე ნაფიდან ამოსვლაში ეხმარებიან, რომელიც მიანმარიდან ბანგლადეშში გადასვლას ცდილობს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ბალისტიკური რაკეტის გაშვებას აკვირდება

myquiz