როგორი შეიძლება იყოს ადამიანი 1000 წლის შემდეგ? | Allnews.Ge

როგორი შეიძლება იყოს ადამიანი 1000 წლის შემდეგ?

ადამიანი ევოლუციის პროცესს ჯერ კიდევ გადის. საინტერესოა, სადამდე მიგვიყვანს ევოლუცია 1000 წლის შემდეგ?

დიდი შანსია, რომ ადამიანი უფრო მაღალი იყოს. ამაზე ის მეტყველებს რომ უკანასკნელი 130 წლის განმავლობაში ადამიანის საშუალო სიმაღლე უკვე გაიზარდა. 1880 წელს ამერიკელი მამაკაცის საშუალო სიმაღლე 5,7 იყო. დღეს მისი სიმაღლე 5,10-ია.

წლების შემდეგ შესაძლოა მანქანებთან გავერთიანდეთ. ამის შედეგად შესაძლოა გაუმჯობესდეს ჩვენი სმენა, მხედველობა, ჯანმრთელობა.

დღეს უკვე არსებობს სმენის აპარატი, რომელიც ხმაურის ჩაწერის საშუალებას იძლევა.

კიდევ ერთი მაგალითია ორეგონის უნივერსიტეტის ჯგუფი - ისინი ბიონიკურ თვალს ქმნიან, რომელიც მხედველობადაქვეითებულებს დაეხმარება. თუმცა, ჯერ შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ეს ტექნოლოგია გახდება მოწყობილობა, რომელიც უხილავი ობიექტების დანახვაში დაგვეხმარება, როგორიც მაგალითად ულტრაიისფერი სხივებია.

ცვლილება მხოლოდ ადამიანის გარეგნობას არ შეეხება. ჩვენი გენი მიკროსკოპულ დონეზე ევოლუციის პროცესს განაგრძობს, რათა გადარჩენაში დაგვეხმაროს.

მაგალითად, ოქსფორდში ჩატარებულმა კვლევამ აღმოაჩინა აივ-ინფექციის მატარებელი ბავშვების ჯგუფი სამხრეთ აფრიკიდან, რომლებიც სრულფასოვანი და ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობენ. გამოდის, რომ მათ ჩაშენებული აქვთ თავდაცვის სისტემა აივ-ინფექციის წინააღმდეგ. ეს ვირუსს განვითარებაში უშლის ხელს.

ინოვაციური ხელსაწყოების საშუალებით ჩვენი გენისა და დნმ-ის კონტროლს შევძლებთ, ისე, რომ დაავადებებისადმი მდგრადი იმუნიტეტი გამოვიმუშაოთ და დაბარების პროცესი შევანელოთ.

კიდევ ერთი ნახტომი ადამიანის ევოლუციის პროცესში, ზოგიერთი ჩვენგანის მარსზე გადასახლებაა.

მარსი დედამიწასთან შედარებით 66%-ით ნაკლებ მზის სინათლეს იღებს. რაც იმას ნიშნავს, რომ მარსზე მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ გაცილებით დიდი თვალის გუგა იმისთვის, რომ უკეთ დაინახონ.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ მარსზე დედამიწასთან შედარებით სუსტი გრავიტაციაა, მარსზე დაბადებული ადამიანი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე დედამიწის ნებისმიერი მაცხოვრებელი. კოსმოსში სითხე, რომელიც ჩვენს ხერხემლის მალებს გამოყოფს ფართოვდება, რის გამოც ამერიკის აეროკოსმოსური ინჟინერი რობერტ ზუბრინი ფიქრობს, რომ ნაკლები გრავიტაცია ადამიანის ხერხემალს რამდენიმე სანტიმეტრით გაზრდის საშუალებას მისცემს.

მაგრამ მარსზე გადასვლაც კი არ გამოიწვევს იმ უდიდეს ცვლილებას ადამიანის ევოლუციის პროცესში, რომელიც შესაძლოა 1000 წლის შემდეგ დადგეს - უკვდავება!

უკვდავებისკენ მიმავალ გზაზე ადამიანს სავარაუდოდ, საკუთარი ცნობიერების კომპიუტერში ჩატვირთვა მოუწევს. მოცემულ მომენტში მეცნიერები იტალიიდან და ჩინეთიდან ცხოველებში თავის ტრანსპლანტაციის დემონსტრირებას ახდენენ, რათა განსაზღვრონ შეიძლება თუ არა ცნობიერების ერთი სხეულიდან მეორეში გატანა.

მეცნიერების თქმით, მათი შემდგომი დიდი ნაბიჯი ადამიანის თავის გადანერგვა იქნება.

რაც არ უნდა მოხდეს მომავალი 1000 წლის განმავლობაში - შევერწყმებით მანქანებს თუ თავად გავხდებით მანქანები, ერთი მაინც ცხადია, ადამიანი ყოველთვის იცვლება. რაც უფრო სწრაფად შევიცვლებით და სწრაფად შევძლებთ სხვა პლანეტების კოლონიზებას, უფრო წარმატებით შევძლებთ გადაშენების საფრთხესთან გამკლავებას.