მომავლის სახლები, რომლებმაც ბუნებრივი კატასტროფებისგან უნდა დაგვიცვას | Allnews.Ge

მომავლის სახლები, რომლებმაც ბუნებრივი კატასტროფებისგან უნდა დაგვიცვას

წყალდიდობა, ქარიშხალი, გვალვა, ტყის ხანძრები- ერთ დროს იშვიათი ბუნებრივი მოვლენები კლიმატის ცვლილებების გამო სულ უფრო ძლიერი და ხშირი ხდება. ამასთანავე სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს საკუთარ სახლებს რეგიონებში და ქალაქებში გადადის საცხოვრებლად. ეს კი სახიფათო ტენდენციაა, რადგან ქალაქის მოსახლეობა კატაკლიზმებით გამოწვეული კატასტროფებისადმი უფრო მოწყვლადია. დღეს მილიონობით ადამიანია რისკის ქვეშ მხოლოდ მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის გამო.

აღნიშნული გამოწვევის საწინააღმდეგოდ საჭიროა მდგრადი და გრძელვადიანი გამოსავლის პოვნა - გამოსავალი კი მყარი სახლების შექმნაა, რომლებიც ადვილად გადაიტანენ კატაკლიზმებსა და სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენას და ამასთანავე ატმოსფეროში კიდევ უფრო მეტი ნახშიროჟანგის გამოყოფის მიზეზი არ გახდებიან.

გამოსავლის ძიებაში ბევრი გამოცდილი დიზაინერი, არქიტექტორი და ინჟინერი დიდი ხნის განმავლობაში ბეჯითად მუშაობდა, რათა ზემოთ აღნიშნული ორივე მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ. წარმოგიდგენთ რამდენიმე ყველაზე კრეატიაულ დიზაინს.

სახლების აშენება ზღვაში, სპეციალურ სტრუქტურებზე, ისე რომ აღნიშნული სახლები არც ერთი ქვეყნის იურისდიქციაში არ შედიოდეს სულ უფრო პოპულარული ხდება. ტერმინი Seasteading 2017 წლის აპრილში ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონში დაემატა და თან განსახლების ახალი სტილი დანერგა, რომელიც ჩვენი პლანეტის ზედაპირის აუთვისებელი ნაწილის - ოკეანეების, გამოყენებას ისახავს მიზნად.

მსოფლიოში პირველი მოტივტივე ქალაქი 2020 წელს გამოჩნდება - იხილეთ ვიდეო

წყლის დონე იმაზე სწრაფად იმატებს, ვიდრე ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ, სწორედ ამიტომ, კერძო კომპანიები, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება და მკვლევარები სულ უფრო ხშირად იყურებიან ოკეანისკენ. რა თქმა უნდა, დასახლება, რომელიც მოწყვეტილია ხმელეთს, არც ისე მიმზიდველად გამოიყურება ადამიანთა დიდი ნაწილისთვის, მაგრამ მყინვარების ინტენსიური დნობისა და დედამიწის ზოგიერთი რეგიონის დატბორვის პერსპექტივის პარალელურად შესაძლოა, ერთადერთი გამოსავალი იყოს. როგორც ჩანს ადაპტირება მოგვიწევს.

მცურავი კუნძული

წყალზე დასახლების კონცეფცია ახალი არ არის, ტიტიკაკას ტბის მაცხოვრებლებმა თავისი სახლების წყალზე აშენება ასეულობით წლის წინ დაიწყეს. Seasteading Institute-ი, ბიოლოგების, ინჟინრების, ინვესტორებისა და ეკოლოგების მსოფლიო გუნდი ჯერ კიდევ 2008 წელს ამბიციური გეგმის ირგვლივ გაერთიანდნენ, რომ შეექმნათ მოდულური, სრულად ფუნქციონირებადი მცურავი ეკოსოფელი. Floating Island Project-ს უნდა გამოეყენებინა ბეტონის სტრუქტურები მცურავი პლატფორმებისთვის, რომლებიც თავის მხრივ ოკეანის ფსკერზე იქნებოდა მიმაგრებული. ამ კუნძულის პლატფორმის მოძრაობა და გადაადგილება მაცხოვრებელთა ინტერესებისა და მოთხოვნების შესაბამისად შესაძლებელი იქნებოდა. მისი თავდაპირველი კონსტრუქცია საშუალებას იძლეოდა, რომ 11 პლატფორმაზე 250 ადამიანს ეცხოვრა.

მცურავი ეკოსოფელი სპეციალურად, დაცული წყლებისთვის შენდებოდა, რომელზე მისვლა სანაპიროდან იქნებოდა შესაძლებელი. მიმდინარე წლის იანვარში საფრანგეთის პოლინეზიის ხელისუფლებამ Seasteading Institute-თან მემორანდუმი გააფორმა, რათა მცურავი კუნძულის საპილოტე პროექტის შემუშავება უკვე 2020 წლისთვის დაიწყოს. Seasteading Institute პირველი კუნძულოვანი სოფლის აშენება სამხრეთ ტაიგის სანაპიროსთან გადაწყვიტა.

გაუძლოს ქარიშხალს

კლიმატის ცვლილება, სავარუდოდ, ქარიშხლებს კიდევ უფრო გააძლიერებს. 2017 წლის ქარიშხლებმა ეს ტენდენცია ნამდვილად გაამაყარა - მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხლების რაოდენობა ჩვეულზე მეტი არ იყო, მათი ძალა ნამდვილად რეკორდული აღმოჩნდა. მსგავსი ქარიშხლებისგან მიყენებული ზარალი ქვეყნის ბიუჯეტს საკმაოდ ძვირი უჯდება - მაგალითად, აგვისტოში აშშ-ში ქარიშხალ ჰარვის მიერ მიყენებულმა ზარალმა 180 მილიარდი დოლარი შეადგინა. ცხადი გახდა, რომ საჭიროა სახლების ისე აშენება, რომ ისინი მსგავსი კატასტროფებისადმი უფრო მეტად მდგრადი იყოს.

დიზაინერული კომპანია Deltec Homes სწორედ ისეთი სახლების მშენებლობით არის დაკავებული, რომელიც ქარიშხლების მიმართ მდგრადი იქნება. სახლის მოდელი მთლიანად წრიულია, რათა ქარიშხალმა მისი გარშემო შემოვლა შეძლოს და არ იყოს მხოლოდ ერთი მხრიდან კონცენტრირებული. სახლის ფრანჯრები სპეციალური გამძლე შუშისგან არის გაკეთებული და 320 კილომეტრი საათის სიჩქარი ქარის წინააღმდეგ მდგრადია. გატეხვის შემთხვევაში კი წვრილ ნამსხვრევებად არ იშლება, რაც ზოგადად ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანებს.

ჩვეულებრივი სახლების მშენებლობა ენერგიასა და ისეთ მასალას საჭიროებს, რაც კლიმატურ პირობებს ატმოსფეროში გამოყოფილი ნახშიროჟანგის რაოდენობით კიდევ უფრო ამძიმებს. აღნიშნულის პრევენცია კი ეკომოგიურად სუფთა მასალისა და ენერგიის განახლებადი წყაროების დახმარებითაა შესაძლებელი. ეკოლოგიურად სუფთა სახლების კონსტრუირებისას მშენებლები გადამუშავებულ ან ნატურალურ მასალას ირჩევენ. მშენებელს გაერთიანებული სამეფოდან, საიმონ დეილის, თავისი სახლი მაქსიმალურად ეკოლოგიურად აქვს აშენებული. სახლი გარეგნულად ტოლკინის ფანტასტიკურ რომანში აღწერილ ჰობიტის სახლს ჰგავს, მისი მშენებლობა 4 ათასი დოლარი დაჯდა და 4 თვეს გაგრძელდა, სახლში ამჟამად საიმონ დეილი, მისი მეუღლე და ორი შვილი ცხოვრობენ. სახლი გორაკს ეკვრის და მას უამინდობის დროს იცავს, ის მთლიანად თივით არის იზოლირებული.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სახლების მშენებლობა დიდი მასშტაბებით რთულია ეს შემთხვევა მაინც პრეცედენტს ქმნის.

იმის გამო, რომ დედამიწაზე ცხოვრება სულ უფრო რთული ხდება მეცნიერები სულ უფრო აქტიურად იკვლევენ კოსმოსს და ადამიანის განსახლებისთვის სათანადო გარემოს ეძებენ. ერთ-ერთი მსგავსი, დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ადგილი, მთვარეა, რომლის კოლონიზაციაზე მეცნიერები უკვე დიდი ხანია ფიქრობენ.

აშშ-ი მთვარეს უბრუნდება - რა მიზნები აქვს ვაშინგტონს კოსმოსში?

თუმცა უკანასკნელ წლებში ასევე აქტიურად დაიწყო მარსის კვლევა და იქ ადამიანის დასახლების პერსპექტივა. ცხადია, რომ სხვა პლანეტებზე დედამიწის მსგავსი ნაგებობების აგება უადგილო იქნება ამიტომ დიზაინერები შესაბამისი სახლების კონსტრუირებაზე ფიქრობენ რომელსაც შესაძლოა მილისებრი გარეგნობა ჰქონდეს და დედამიწაზე არსებული სახლებისგან თვისობრივად განსხვავდებოდეს.

myquiz