პროდუქტები, რომლებიც საღამოს 6 საათის შემდეგ აღარ უნდა ჭამოთ | Allnews.Ge

პროდუქტები, რომლებიც საღამოს 6 საათის შემდეგ აღარ უნდა ჭამოთ

გიყვართ საღამოს 6 საათის შემდეგ ჭამა? თუ საღამოს ბევრ საკვებს მოიხმართ, მაშინ თქვენი არჩევანი უნდა შეზღუდოთ. იმ შემთხვევაი თუ საღამოს საკვების ნებისმიერ სახეობას იღებთ, შესაძლოა, ცოტა ხანში წონასთან დაკავშირებული პრობლემები გაგიჩნდეთ.

გვიან ჭამა უარყოფით გავლენას საჭმლის მომნელებელ სისტემაზეც იქონიებს. საღამოს საკვების გონივრული მოხმარება კი წონის კლებაში და მშვიდ ძილში დაგეხმარებათ, რაც თავის მხრივ ახალი დღის ენერგიულად აქტიურად დაწყების საფუძველი იქნება. Allnews.ge-მ იმ საკვების ჩამონათვალი მოგიმზადათ, რომლებიც საღამოს 6 საათის შემდეგ აღარ უნდა მიიღოთ.

ნებისმიერი სახის არაჯანსაღი საკვები

გრძელი და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სახლში დაბრუნებულებს ხშირად ვახშმის მომზადება არ გვეხალისება, ამიტომ უფრო მარტივ ხერხს მივმართავთ და არაჯანსაღ საკვებს ვუკვეთავთ. გადატვირთული სამუSაო დღის შემდეგ არაჯანსაღ საკვებზე გემრიელი კერძი არ გვეგულება. კვლევების თანახმად, ადამიანები, რომლებიც გვიან საათებში არაჯანსაღ საკვებს მოიხმარენ ცუდი სიზმრებისკენაც არიან მიდრეკილნი.

პროდუქტები, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად უნდა შევზღუდოთ

სპაგეტი

ყველანაირად უნდა ეცადოთ, რომ საღამოს 6 საათის შემდეგ სპაგეტის მირთმევას თავი აარიდოთ. თუ ცდუნებას ვერ გაუძლებთ უნდა იცოდეთ რომ კალორიები თქვენი წელის გარშემოწერილობაში დაგროვდება. მხოლოდ ერთი ულუფა თქვენ სულ მცირე 400 კალორიას შეგძენთ.

ნიახური

ნიახური ძალიან სასარგებლო და გემრიელია, თუმცა ის შარდმდენის ფუნქციასაც ასრულებს, ამიტომ ღამის განმავლობაში უამრავჯერ გაღვიძების მიზეზი გახდება. ძილის დროს ჩვენს ორგანიზმში სხეულის აღმდგენი ჰორმონები გამოიყოფა, თუ ჩვენ ხშირად გავიღვიძებთ ღამის განმავლობაში ეს პროცესი დაირღვევა.

შოკოლადი

შავი შოკოლადი ყოველთვის განიხილებოდა როგორც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ტკბილეული. ის ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რასაც ჩვენი იმუნური სისტემის გაუმჯობესება შეუძლია და თავს კარგად გვაგრძნობინებს. თუმცა ის ასევე შეიცავს კოფეინს, რომელიც მშვიდ ძილზე უარყოფით გავლენას ახდენს.

რძე

რძეს ბევრი ჯანსაღი თვისება აქვს. ის კალციუმს და პროტეინებს შეიცავს, რაც ჩვენი ორგანიზმის საერთო განვითარებას უწყობს ხელს. თუმცა რძე ასევე შეიცავს ლაქტოზას, რაც არ რგებს ადამიანებს, რომლებსაც ლაქტოზის მიმათ აუტანლობა აწუხებს.

თხილი

თხილი სასარგებლო ცხიმების წყაროა და წონის კლებასაც უწყობს ხელს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ 6 საათის შემდეგ დიდი რაოდენობის თხილს მიირთმევთ, რასაც ფიზიკური აქტივობა არ მოჰყვება, ეს აუცილებლად მოახდენს უარყოფით გავლენას საჭმლის მომნელებელ სისტემასა და ძილის პროცესზე.

myquiz