10 ფაქტი, რომელიც დაგარწუნებთ, რომ ყავის დალევა იმაზე სასარგებლოა ჯანმრთელობიოსთვის, ვიდრე თქვენ ფიქრობთ | Allnews.Ge

10 ფაქტი, რომელიც დაგარწუნებთ, რომ ყავის დალევა იმაზე სასარგებლოა ჯანმრთელობიოსთვის, ვიდრე თქვენ ფიქრობთ

ყავის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ყოველთვის იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას. მომხრეები ყავის ანტიოქსიდანტურ თვისებას და გონებრივი შესაძლებლობების გაძლიერების უნარს უსვამენ ხაზს, მაშინ როდესაც მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ ყავა უძილობას, კუჭნაწლავის ფუნქციონირების დარღვევასა და წნევის მატებას იწვევს.

მეცნიერული კვლევების უკანასკნელმა ტალღამ ყავის მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიაახლეები აღმოაჩინა.

ქვემოთ მოცემულია 10 ფაქტი, რომელიც დაგარწუნებთ რომ ყავის დალევა გაცილებით სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობიოსთვის, ვიდრე თქვენ ფიქრობთ:

  • ყავა ჯანსაღი ანტიოქსიდანტის პოტენციური წყაროა

ფაქტია, რომ ყავა როგორც ანტიოქსიდანტი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე მწვანე ჩაი ან კაკაო. მეცნიერებმა ყავის დაუმუშავებულ მარცვლებში დაახლოებით 1000 ანტიოქსიდანტი აღმოაჩინეს და დაამტკიცეს, რომ ასეულობით მათგანი მოხალვის პროცესის დროს ვითარდება. როგორც ცნობილია ანტიოქსიდანტი ანთებით პროცესს ებრძვის, რომელიც თავის მხრივ ბევრი ქრონიკული დაავადების გამომწვევია, მათ შორის ართრიტის, ათეროსკლეროზის და კიბოს ბევრი სახეობის.

მას ასევე თავისუფალი რადიკალების განეიტრალება შეუძლია, რომლებიც ბუნებრივად ყოველდღიური მეტაბოლიზმის დროს ჩნდება, თუმცა ასევე ქრონიკული დაავადებების გამოწვევის საფრთხეს შეიცავენ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ ანტიოქსიდანტები ჩვენს ჯანმრთელობას მიკრო-დონეზე ინარჩუნებს და ჩვენს უჯრედებს დაზიანებისგან იცავს.

  • კოფეინი მეხსიერების მოკლევადიან გაძლიერებას უწყობს ხელს

როდესაც მოხალისეების ჯგუფმა კოფეინის 100 მილიგრამიანი დოზა მიიღეს, ანუ სწორედ იმდენი რამდენსაც სავარაუდოდ ერთი ფინჯანი ყავა შეიცავს, ავსტრიელმა მეცნიერებმა მოხალისეების ტვინზე მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით მათი ტვინის გააქტიურება შენიშნეს.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ამ ადამიანების მეხსიერების უნარები და რეაქციის დრო გაუმჯობესებული იყო იმ ჯგუფის ადამიანებთან შედარებით, რომლებსაც პლაცებო ჰქონდათ მიღებული. როგორც ჩანს კოფეინი ზემოქმედებს ტვინის იმ კონკრეტულ ნაწილზე, რომელიც პასუხს მეხსიერებასა და კონცენტრაციაზე აგებს. თუმცა ცნობილი არ არის რამდენ ხანს გრძელდება მისი მოქმედება.

  • ყავა სავარაუდოდ კოგნიტური უნარების დაქვეითებისგან გვიცავს

იმის გარდა, რომ კოფეინი მეხსიერების მოკლევადიან გაუმჯობესებას და კონცენტრაციის უნარის ამაღლებას იწვევს, ყავის რეგულარული მოხმარება კოგნიტური უნარების დაქვეითების პრევენციას ახდენს და ალცჰეიმერის დაავდებისა და სხვა ტიპის დემენციის განვითარებას აფერხებას. მეცნიერების განმარტებით, საშუალო ასაკში ყოველდღიურად 3 - 5 ფინჯანი ყავის მოხმარება ალცჰეიმერის განვითარების რისკს 65%-ით შეამცირებს. საინტერესოა, რომ მეცნიერებმა კოგნიტურ ჯანმრთელობაზე ჩაის გავლენაც იკვლიეს, თუმცა ხელჩასაჭიდს ვერაფერს მიაგნეს.

  • ყავა სასარგებლოა გულისთვის

ერთ-ერთმა ცნობილმა ჰოლანდიურმა კვლევამ, რომლის დროსაც 13 წლის განმავლობაში 37 ათასი ადამიანის მონაცემები გაანალიზა, ცხადყო, რომ ყავის ზომიერი მომხმარებლების შემთხვევაში, რომლებიც დღეში 2-4 ფინჯან ყავას იღებენ, გულის დაავადების განვითარება 10%-ით ნაკლებია, იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც გადაჭარბებულად დიდი რაოდენობის ყავას მოიხმარენ ან საერთოდ არ მოიხმარენ.

  • ყავა კიბოს ზოგიერთი სახეობის პრევენციას ახდენს

მამაკაცი, რომელიც ყავას რეგულარულად იღებს პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმის განვითარების ნაკლები რისკის ქვეშ დგას. გარდა ამისა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჰარვარდის სკოლის კვლევაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ყოველდღიურად 4 ა მეტი ფინჯანის ყავის მიღება ქალებში ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს) კიბოს განვითარების რისკს 25%-ით ამცირებს. მეცნიერებმა დაადგინეს კავშირი ღვიძლის, მსხვილი ნაწლავის და მკერდის კიბოს პრევენიასა და ყავის მოხმარებას შორის.

  • ყავას შეუძლია მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი შეამციროს

კვლევების სულ უფრო მზარდი რაოდენობა ადასტურებს, რომ ყავის მოხმარებას მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკის შემცირება შეუძლია. 2009 წლის კვლევამ დაადგინა, რომ დიაბეტის განვითარების რისკი ყოველ ფინჯან ყავასთან ერთად 7%-ით მცირდება.

  • თქვენს ღვიძლს უყვარს ყავა

მეცნიერებმა განმარტეს, რომ გარდა ღვიძლის კიბოს რისკის შემცირებისა, ყავის რეგულარული მოხმარება ცეროზის განვითარების რისკსაც ამცირებს, განსაკუთრებით კი ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარებით გამოწვეული ცეროზის.

  • ყავა არ ამცირებს ვარჯიშის უნარს

ჩვენ გვარწმუნებდნენ რომ ყავა დეჰიდრატაციას იწვევს, სწორედ ამით ხსნიდნენ ფიტნეს ინსტრუქტორების რეკომენდაციას არ მიგვეღო ყავა ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ. თუმცა უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყავის ზომიერი მოხმარება, რომლის შედეგადაც ორგანიზმში 500 მილიგრამი კოფეინი ხვდება სავარჯიშოდ მისულ ადამიანებში იმ დონის დეჰიდრატაციას არ იწვევს, რომ ამან ვარჯიშის პროცესს ხელი შეუშალოს. უფრო მეტიც ის დაღლილობის დამარაცხებაში გეხმარებათ, რაც ხანგრძლივი ვარჯიშის შესაძლებლობას იძლევა.

  • ყავა ხელს უშლის დეპრესიას

ბევრმა კვლევამ ყავის მოხმარება უკვე დააკავშირა როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში დეპრესიის განვითარების რისკის შემცირებასთან. ბევრ კვლევაში აშკარად გამოჩნდა, ყავისა და დეპრესიის უკუპროპორციული მიმართება სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ყავის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დეპრესიის ყველაზე ნაკლები რისკი აქვთ.

  • ყავა გვიცავს პოდაგრისგან

როგორც ცნობილია ქალების შემთხვევაში, რომლებიც ყოველდღიურად 4 ფინჯან ყავაზე მეტს იღებენ, პოდაგრის განვითარების რისკი 57%-ით მცირდება, თუ 1-3 ფინჯანი ყავის მოხმარების შემთხვევაში რისკი 22% მცირეა იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც ყავას საერთოდ არ მოიხმარენ.

წყარო: onemedical.com