კაფე, სადაც 1 ფინჯანი ყავა 60 დოლარად იყიდება | Allnews.Ge

კაფე, სადაც 1 ფინჯანი ყავა 60 დოლარად იყიდება

ჰონგ-კონგისა და სინგაპურის კაფეში კლიენტს ფინჯან იშვიათ ყავაში 60 დოლარს ართმევენ. ფინჯანი ყავისთვის განკუთვნილ მარცვლებს საკმაოდ მაღალი ფასი აქვს და ისინი აუქციონზე იყიდება.

"ბიბისი" აღნიშნული ფინჯანი ყავის განსაკუთრებულობით დაინტერესდა და შეეცადა გაეგო რამდენად ბევრი ადამიანი იხდის 60 დოლარს ერთ ფინჯან ყავაში.

ყავა თუ ჩაი - რომელი უფრო სასარგებლოა?

2080 წლისთვის შესაძლოა ყავა აღარ არსებობდეს

ეს ყავის მარცვლები Panama Geisha-ს სახელითაა ცნობილი, 450 გრამი ოდენობის მარცვლები აუქციონზე 601 ამერიკულ დოლარად გაიყიდა. ყავას საინტერესო სურნელი და გემო აქვს, რომელშიც ატამს, ლიჩსა და ჟასმინს ამოიცნობთ. მათი პოვნა ნატურალურ პროდუქტებში კი დიდი იშვიათობაა.

ყავის აკადემიის აღმასრულებელი დირექტორის ჯენიფერ ლიუს განმარტებით, ადამიანები კარგ ყავას ისევე ეძებენ როგორც ღვინოს. სწორედ ამიტომ დროთა განმავლობაში ყავის კულტურები თანდათანობით უფრო მაღალ ღირებულებას იძენენ. გამოკითხულ მომხმარებელთა უმეტესობამ აღნიშნა, რომ ფინჯანი ყავისთვის 60 დოლარს არ გადაიხდიდნენ, თუმცა ეს არც ისე დიდი პრობლემაა, რადგან მომხმარებლისთვის ამ დროისთვის მხოლოდ 80 ფინჯანი Panama Geisha-ს ყავაა ხელმისაწვდომი.

myquiz