უკანასკნელები თავიანთ სახეობაში - იხილეთ გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ფოტოები | Allnews.Ge

უკანასკნელები თავიანთ სახეობაში - იხილეთ გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ფოტოები

ფოტოგრაფი ტიმ ფლეჩი ცნობილია ფოტოებით, რომლებიც ცხოველების ემოციურ ან ჰუმანურ ხასიათს გამოხატავენ.

ფლეჩის ფოტოებში ხშირად ჩანს ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლების განწყობა, ჟესტები და თვითგამოხატვის საშუალებები. ეს ყველაფერი კი ცოცხალ სამყაროსთან ჩვენი დამოკიდებულების შეცვლისკენ გვიბიძგებს. ფოტოგრაფის ერთ-ერთი უკანასკნელი წიგნი Endangered- მკითხველს უბიძგებს იფიქროს იმ უარყოფით გავლენაზე, რომელიც ადამიანს ცხოველთა სამყაროსა და ზოგადად გარემოზე აქვს.

თავად ცხოველების გარდა, ფლეჩი თავის ფოტოებში იმ ლანდშაფტებსაც ასახავს, სადაც კონკრეტული ცოცხალი ორგანიზმები ცხოვრობენ.

მან რამდენიმე დღე ყინულსა და თოვლში გაატარა საიგას გადასაღებად, იცურა ზვიგენებთან და ჰიპოპოტამებთან ერთად, თუმცა, არც ზოოპარკში სტუმრობა დავიწყებია, სადაც ადამიანის მიერ ცხოველებისთვის შექმნილი ველური გარემოს ალტერნატივა დაათვალიერა.

ცხოველების მასობრივი გადაშენება 2100 წელს დაიწყება

რა ბედი ეწიათ ბორჯომის ტყეში მობინადრე ცხოველებს

სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ეკოსისტემა, რომელშიც ცოცხალ ორგანიზმთა ნაწილი ცხოვრობს საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით განადგურდა.

გთავაზობთ იმ ცხოველების ფოტოებს, რომლებიც გადაშენების პირას არიან:

myquiz