რა რაოდენობის შაქარს შეიცავს პროდუქტები, რითიც ხშირად ვიკვებებით - იხილეთ ინფოგრაფიკა | Allnews.Ge

რა რაოდენობის შაქარს შეიცავს პროდუქტები, რითიც ხშირად ვიკვებებით - იხილეთ ინფოგრაფიკა

თანამედროვე სწრაფი ტემპის მქონე ცხოვრებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, შესაძლოა, რთულად მოგვეჩვენოს, განსაკუთრებით, კი ორგანიზმში საკვები ნივთიერებების ბალანსის შენარჩუნება.

შაქარი სწორედ ერთ-ერთი მსგავსი საკვები ნივთიერებაა, რომლის გარეშე უჯრედები მოკვდებიან, თუმცა მისი გადაჭარბების შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდი პრობლემები შეგვექმნება. მაგალითად, შაქრის დიდი რაოდენობით მოხმარება კბილის სტრუქტურას აზიანებს, იწვევს ჭარბწონიანობას და მეორე ტიპის დიაბეტს.

იმისთვის, რათა ორგანიზმში შაქრის დონე ვაკონტროლოთ, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ ჩვენ მიერ მიღებული რომელი საკვები რა რაოდენობის შაქარს შეიცავს.

შაქარი მარტივი კარბოჰიდრატია. ის ბევრი სხვადასხვა ფორმით გვხვდება. შაქრის სამი ძირითადი ტიპი არსებობს - საქაროზა, ლაქტოზა და ფრუქტოზა.

მიუხედავად იმისა, რომ უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის შაქარი (გლუკოზა) ჩვენთვის აუცილებელია, მათი გადაჭარბებული მოხმარება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას იწვევს.

ამერიკის გულის ასოციაციის განმარტებით, ხელოვნური შაქარი, საკვებ ნივთიერებას არ წარმოადგენს, არის ცარიელი კალორია, რომელიც ჭარბწონიანობისკენ უბიძგებს ადამიანს, რაც თავის მხრივ გულის პრობლემებს იწვევს. ჯანმრთელობასთან დაკავშირეული ბევრი პრობლემისთვის თავის ასარიდებლად საკმარისია ვიცოდეთ რა რაოდენობის შაქარს შეიცავს ჩვენ მიერ ყოველდღიურად მოხმარებული თითოეული პროდუქტი და ამის მიხედვით ვაკონტროლოთ შაქრის ბალანსი ჩვენს ორგანიზმში.

იხილეთ რომელი პროდუქტი, რა რაოდენობით შაქარს შეიცავს:

ინფოგრაფიკის ავტორი: ნარიტა ჩხაიძე

myquiz