როგორ ავიცილოთ თავიდან გაცივება ზამთრის სეზონზე - წაიკითხეთ ექიმების რჩევები | Allnews.Ge

როგორ ავიცილოთ თავიდან გაცივება ზამთრის სეზონზე - წაიკითხეთ ექიმების რჩევები

ზამთრის სეზონზე გრიპთან, გაცივებასა და სურდოსთან ბრძოლა თითქმის ყველა ჩვენგან უწევს. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავად მარტივად არ გავხდეთ. ექიმები გვირჩევენ, იმუნიტეტის ამაღლების მიზნით, ვიკვებოთ კარგად და ვიყოთ აქტიურები, კერძოდ:

მივიღოთ სხვადასხვა ფერადი ბოსტნეული და ხილი.

იმუნიტეტისთვის კარგია ტკბილი კარტოფილი, ისპანახი, ჭარხალი, მანგო და ფორთოხალი.

დავუმატეთ ხახვი და ნიორი საკვებს.

ნიორი და ხახვი კარგი საშუალებაა ბაქტერიებისა და ინფექციების თავიდან ასაცილებლად.

მივიღოთ დიდი რაოდენობით ვიტამინი ცე.

დიდი რაოდენობით ვიტამინ ცეს შეიცავს ისეთი ბოსტნეული და ხილი, როგორიცაა ბროკოლი, ბულგარული წიწაკა, კივი, ციტრუსი და ბარდა.

მივიღოთ საჭირო რაოდენობის ვიტამინი დე.

ვიტამინ დეს მიღება შესაძლებელია, როგორც მზის სხივებიდან, ასევე საკვებიდანაც. დე ვიტამინით მდიდარია კვერცხი, სოკო, ორაგული.

მივიღოთ უფრო მეტი შვრია და ქერი.

ამასთან, ექიმები გვირჩევენ, ხშირად დავიბანოთ ხელები და გავწმინდოთ მობილური ტელეფონი. ამასთან, ვიყოთ აქტიურები, ვინაიდან ფიზიკური აქტივობა აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. ვარჯიში იმუნურ სისტემას აუმჯობესებს.

myquiz